2018-11-30 17:54:30, 1580 ნახვა
საზოგადოება
ეკა გიგაური: Google-სგან მივიღე შეტყობინება, რომ სახელმწიფო ჩემი მეილის გატეხვას ცდილობს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის განცხადებით, Google-სგან მიიღო შეტყობინება, რომ სახელმწიფო მისი მეილის გატეხვას ცდილობს.
როგორც გიგიაური facebook-ის საკუთაარ გვერდზე წერს, მას სამართალდამცველები უკვე დაუკავშირდნენ.
გიგაური Google-სგან მიღებულ შეტყობინების სქრინსაც აქვეყნებს:
„აი ეს ხდება ჩემ პერსონალურ მეილში! გუგლისგან მივიღე შეტყობინება რომ სახელმწიფო ცდილობს ჩემი მეილის გატეხვას. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ დამიკავშირდნენ საგამოძიებო ორგანოები და ცდილობენ ამ ამბის გარკვევას. ამბობენ, რომ მათ ეს არ გაუკეთებიათ. მაგრამ მაინც იდოს ეს აქ ისტორიისთვის“, - წერს ეკა გიგაური.

ავტორი: ,