02:24 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-30 15:58:41, 907 ნახვა

საზოგადოება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ტელეკომპანია „იმედს“ უნდობლობას უცხადებს

„TV imedi! პირდაპირ გეტყვით, რომ თქვენ ხართ სამარცხვინო, ჯიბის ტელევიზია. კომენტარზე ჩემთან აღარასოდეს მოხვიდეთ“, - ასე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამის მენეჯერი, ლევან ნატროშვილი ტელეკომპანია „იმედზე“ გასულ რეპორტაჟს.

საქმე ეხება იმედის ეთერში გასულ სიუჯეტს, სადაც ორგანიზაციის წარმომადგენლის ინტერვიუ არასწორ კონტექსტში იყო გამოყენებული.

სიუჯეტის მიხედვით, სამი არასამთავრობო ორგანიზციის: „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სამართლიანი არჩევნები“ გავრცელებული განცხადება, ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვასთან დაკავშირებით, ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, შესაძლოა არასანდო იყოს. 

„დღეს ჩვენთან მოვიდა ტვ „იმედის“ ჟურნალისტი, რომელსაც ნახევარი საათის განმავლობაში ვუხსნიდი (უკვე მერამდენედ), რატომ ვისაუბრეთ პირადობის მოწმობების სავარაუდო გაყალბებაზე საჯაროდ და რატომ არის მნიშვნელოვანი, პროკურატურამ გამოძიოს მსგავსი შემთხვევები. ჟურნალისტი კი სვამდა პროვოკაციულ კითხვებს და ვატყობდი, რომ რაღაც სასურველი ვერსიის აწყობას ცდილობდა. თუმცა, ასეთ სიუჟეტს ნამდვილად არ მოველოდი. ისე დაჩეხეს და დაამონტაჟეს კომენტარები, რომ ჩვეულებრივ იდიოტებად გამოგვიყვანეს. ეს აღარ არის ჟურნალისტიკა.

ჰოდა, TV imedi! პირდაპირ გეტყვით, რომ თქვენ ხართ სამარცხვინო, ჯიბის ტელევიზია. კომენტარზე ჩემთან აღარასოდეს მოხვიდეთ. თუ რამე გაინტერესებთ ჩვენგან, დაგვპატიჟეთ გადაცემაში და პირდაპირ ეთერში ნახოს მაყურებელმა, ვინ აჯობებს სიტყვა-პასუხში. ნახოს ხალხმა, ვინც ხართ რეალურად. დროა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას“, - წერს facebook-ის საკუთარ გვერდზე ნატროშვილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics