|
2018-11-29 12:47:50, 1026 ნახვა
საზოგადოება
ახალქალაქის ახლადგახსნილი იუსტიციის სახლი არქიტექტურის საერთაშორისო ფესტივალის საუკეთესო სამეულში მოხვდა
ახალქალაქის იუსტიციის სახლი არქიტექტორთა სართაშორისო ფესტივალის „არიტექტურული პრემია 2018"-ზეა წარდგენილი. ნაგებობა „საუკეთესო საზოგადოებრივი შენობა" ნომინაციაში შერჩეულ სამ საუკეთესო პროექტს შორის მოხვდა. გამარჯვებული პროექტი 16 დეკემბერს არქიტექტორთა მე-13 საერთაშორისო ფესტივალზე გამოვლინდება. ახალქალქის იუსტიციის სახლის პროექტი არქიტექტორ მიხეილ გოირგობიანს ეკუთვნის. შენობა 2018 წლის 18 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნა და ის რიგით მეოცე იუსტიციის სახლია. უშუალოდ მომსახურების სივრცეების გარდა, აქ განთავსებულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის ოფისები, ფუნქციონირებს ქორწინების სარიტუალო დარბაზიც, რომელიც ცალკე ფლიგელშია განთავსებული. ახალქალქის იუსტიციის სახლის გახსნამდე ახალქალაქს ქორწინების სახლი არასდროს ჰქონია. არქიტექტორთა საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო საზოგადოებრივი ნაგებობის ნომინაციის საუკეთესო სამეულში მოხვედრა კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ იუსტიციის სახლების ფილიალები არა მხოლოდ განსაკუთრებული ფუნქციის მქონე, არამედ არქიტექტურული თვალსაზრისითაც გამორჩეული ნაგებობებია. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა იუსტიციის სახლის სხვადასხვა პროექტი არქიტექტურულ კონკურსზე წარმატებას აღწევს. „არქიტექტურული პრემია 2016"-ს კონკურსზე თიანეთის იუსტიციის სახლი 128 საკონკურსო ნამუშევარს შორის 3 საუკეთესოს შორის მოხვდა. კონკურსში იტალიელი, უკრაინელი, პოლონელი, ესპანელი, აზერბაიჯანელი, თურქი და ინდოელი არქტიტექტორების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი, უშუალოდ საუკეთესო საზოგადოებრივი ნაგებობის ნომინაციაში კი 14 არქიტექტურული ნამუშევარი. საერთაშორისო კონკურსი "არქიტექტურული პრემია 2018" საცხოვრებელი თუ საზოგადოებრივი სივრცის, შენობების, ინტერიერის და დიზაინის მიმართულებებს მოიცავს. კონკურსის მიზანი, საუკეთესო პროექტების წარმოჩენა და იმ არქიტექტორებისა თუ დიზაინერების გამოვლენაა, რომელთაც თავისი წვლილი შეაქვთ არქიტექტურის განვითარების საქმეში.
(NS)
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
ტროტუარზე დგომის საბაბით ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)