2018-11-28 10:06:49, 1069 ნახვა
საზოგადოება
„ტვ პირველი“ - ჩვენს ჟურნალისტს, გლდანში მუშაობის დროს ხელი დაარტყეს - ვიდეო
ტელეკომპანია "პირველის" ინფორმაციით, არხის ჟურნალისტ თათია ჩაფიჩაძეს მუშაობის დროს ხელი დაარტყეს.
როგორც არხის წამყვანმა ნათია ტრაპაიძემ განაცხადა, ჟურნალისტი თბილისში, კერძოდ გლდანში ტელეფონით ცდილობდა გადაეღო თუ როგორ გადაჰყავთ ამომრჩევლები რეგიონში ავტობუსებით. სწორედ ამ დროს ჩაფიჩაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
თავად ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში აღნიშნა, რომ მას შეურაცხყოფა მიაყენეს ადამიანებმა, რომლებსაც აცვიათ მაისურები წარწერით “არა ნაცებს”.
ავტორი: ,