20:15 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-28 08:14:32, 991 ნახვა

საზოგადოება
საზღვარგარეთ, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით 24:00 საათამდე გაგრძელდება

საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნებზე დღეს ხმის მიცემის პროცედურა შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით, 24:00 საათამდე გაგრძელდება.

როგორც  ცესკო-ში აცხადებენ, აღნიშნული თანამოქალაქეებს მისცემს უფრო მეტ შესაძლებლობას, ისარგებლონ საკუთარი კონსტიტუციური უფლებით.

რაც შეეხება ავღანეთს - იქ მოსამსახურე ქართველმა სამხედროებმა, გუშინ მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა. აღნიშნული ხმები დაითვლება 28 ნოემბერს ცესკოში, საქართველოში კენჭისყრის დასრულების შემდეგ.

არჩევნებში მონაწილეობს პრეზიდენტობის 2 კანდიდატი. ესენია: №5 გრიგოლ ვაშაძე და №48 სალომე ზურაბიშვილი.

„ამომრჩეველს გადაეცემა ერთი საარჩევნო ბიულეტენი, რომელშიც მან უნდა შემოხაზოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი კანდიდატის რიგითი ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატის რიგითი ნომერი, გადახაზულია ყველა კანდიდატი ან არცერთი კანდიდატის რიგითი ნომერი არ არის შემოხაზული, ასეთი ბიულეტენი გაბათილდება და არ ჩაითვლება ნამდვილ ხმებში. აღსანიშნავია, რომ ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებისთვის ხელმისაწვდომია და საჯაროდ გამოკრულია ბიულეტენის შევსების წესი.

შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემა ფარულია. დაუშვებელია ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ნებისმიერი სახის კონტროლი. აქვე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საარჩევნო კაბინაში დაუშვებელია ფოტო-ვიდეო გადაღება“, - აცხადებენ ცესკოში.

28 ნოემბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 17 000-მდე წარმომადგენელი, 48 000-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე  მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს  2 300-მდე  ჟურნალისტი.

28 ნოემბერს, 20:00 სთ-ზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. საარჩევნო უბანზე ყველა ოფიციალური პროცედურის დასრულების შემდეგ, საუბნო შემაჯამებელი ოქმები მიეწოდება  შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს.

„საოლქო საარჩევნო კომისიები სპეციალური პროგრამის საშუალებით, უმოკლეს ვადაში, ელექტრონულად მოაწვდიან ცესკოს და შემაჯამებელი ოქმები მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge

24 საათიან რეჟიმში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრი - 2 51 00 51 და ონლაინ ჩათი“, - აცხადებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
ტროტუარზე დგომის საბაბით ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics