2018-11-28 08:11:35, 1009 ნახვა
საზოგადოება
არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, სერვისების განვითარების სააგენტოს ცხელი ხაზი ამოქმედდა
არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სპეციალური ცხელი ხაზი ამოქმედდა, რომელიც 20:00 საათამდე იმუშავებს.
საარჩევნო უბანში ამომრჩევლის დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემის ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცესკო-სთვის საარჩევნო სიების შედგენის მიზნით გადაცემულ პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზაში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მოქალაქეებმა უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე - (+995 32) 2 40 10 10, სადაც კონსულტაციას კვალიფიციური სპეციალისტები გაუწევენ.
ავტორი: ,