20:17 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-27 19:19:59, 1272 ნახვა

საზოგადოება
„ჯანსაღ ცხოვრებას ალტერნატივა არ აქვს“ - მოხატე „კლასობანა“

საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტის, ფიზიკური აქტივობის საკომუნიკაციო პროგრამის ფარგლებში, მოზარდების გააქტიურების მიზნით, თბილისის ქუჩებს კიდევ ერთი კლასობანა შეემატა. სლოგანის „ჯანსაღ ცხოვრებას ალტერნატივა არ აქვს!“  თანხლებით, კლასობანას ფერადი უჯრები ვაკის პარკში, მედიათეკის წინ, ასფალტზე მოიხატა.

აქციის ორგანიზატორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანმრთელობის ხელშეწყობის და განათლების ფონდი“ მიიჩნევს, რომ ეს ზღვაში წვეთია იმ აუცილებლობასთან შედარებით, რაც სახელმწიფომ მოზარდების და ზოგადად მომავალი თაობის სწორად განვითარებისთვის უნდა გააკეთოს.

„შექმნა ჯანსაღი გარემო და ბავშვებს ფიზიკური აქტივობისკენ უბიძგო, ძნელია თანამედროვე, ტექნოლოგიების საუკუნეში, მთელ მსოფლიოში და არამხოლოდ საქართველოში. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში და განსაკუთრებით თბილისში ეს კიდევ უფრო რთულია, რადგან ქალაქი ბეტონს მიაქვს. ერთმანეთთან მიჯრით ჩადგმული მაღალი კორპუსები, დახურული ან ღია, ხშირ შემთხვევაში თვითნებური ავტომობილების პარკინგები და სრულიად დაბეტონებული ზედაპირი, ფაქტობრივად ფანტაზიის საშუალებასაც არ ტოვებს, რომ მოზარდისთვის გარემო უფრო მიმზიდველი გახადო, ვიდრე სახლი, სკოლა და ზოგადად დახურული სივრცე. ამიტომაც მოვიფიქრეთ, უფროსი თაობის ბავშვობის დროინდელი საყვარელი სათამაშო „კლასობანა“  გაგვეხსენებინა და შეგვეყვარებინა მოზარდებისთვის. ჩვენი მიზანი ბავშვების გააქტიურებასთან ერთად ერთგვარი მაგალითის შექმნის მცდელობაც არის, გვინდა სხვებმაც გადაიღონ ჩვენგან და ქუჩებში ბევრი ფერადი სათამაშო რგოლი მოიხატოს. იქნებ ასე შევძლოთ და „კლასობანათი შევავიწროვოთ ავტომობილების პარკინგით შევიწროებული ქუჩები.“

ორიოდე კვირაში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კურატორობის ქვეშ მყოფი  ეს სახელმწიფო პროექტიც დასრულდება. არ ვიცით როდის ამოქმედდება ახალი პროგრამა, ნარკოტიკების პოპულარიზაციის ეპოქაში კი საშურია მომავალი თაობისთვის მდგრადი და ალტერნატიული გარემო შეიქმნას, რომელიც ბავშვებს არა ხელოვნური სტიმულიზატორებით თრობისკენ, არამედ ჯანსაღი ცხოვრებისკენ უბიძგებს“, - განაცხადა „ჯანმრთელობის ხელშეწყობის და განათლების ფონდის“ დირექტორმა გიორგი მაღრაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
ტროტუარზე დგომის საბაბით ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics