20:16 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-27 17:18:22, 1393 ნახვა

საზოგადოება
გია აბაშიძე - საზოგადოებას ამნეზია არ სჭირს, ამ ხნის მანძილზე ბევრი რამ გაიგო და ისწავლა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე  ფიქრობს , რომ  ხვალიდელი საპრეზიდენტო არჩევნები, მიუხედავად წინასაარჩევნო პერიოდში არსებული ზღვარგადასული სიყალბისა, დემაგოგიისა, ცილისწამებისა, არსებულ ხარვეზთა ჰიპერბოლირებისა  და  მხარეებს შორის არსებული სიძულვილისა,  მშვიდ  და დემოკრატიულა ვითარებაში ჩაივლის.

როგორც გია აბაშიძემ განაცხადა,  ჩვენი ქვეყნის საზოგადოება ხვალაც დაამტკიცებს, რომ   დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული საზოგადოებაა და ევროპულ ოჯახში  ღირსეული ადგილი უკავია.

„მრავალჯერ და ზედმეტ დოზებში ვიხილეთ „ნაციონალური მოძრაობის“, მათი ქოლგის ქვეშ არსებული სატელიტების პოლიტიკური ტემპერატურის აწევის მცდელობა. ვნახეთ ასევე ერთ დროს ნაცადი ტაქტიკა - „რევოლუციონერთა“ ერთ- ერთი მეთოდი, რომ ხელისუფლება მუდმივად თავის მართლების რეჟიმში ჰყავდეს და მოსახლეობაში გააჩინონ განცდა, რომ არჩევნები ყალბდება.   გარეთ 2018 წელია, საზოგადოებას ამნეზია არ სჭირს, ამ ხნის მანძილზე ბევრი რამ გაიგო და ისწავლა.  სახელმწიფოც ძლიერია საკუთარი ინსტიტუტებით.“- განაცხადა აბაშიძემ.

მისივე თქმით,  ხვალინდელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე, რომელიც  პირველად იმართება ამ ხელისუფლების პირობებში,  მთავარი-  დემოკრატიული წარმატება და დამარცხებულის მიერ მარცხის აღიარებაა.

„ უწინარესია, რომ საარჩევნო პროცესმა ჩაიაროს მშვიდად, თავისუფლად და სამართლიანად.   დამარცხებულმა ღირსეულად აღიაროს წაგება. წინასაარჩევნო პერიოდში მომსწრენი გავხდით მაღალი ემოციების,  დებატებისა, რომლებიც ბევრჯერ გადაიზარდა პირად თავდასხმებსა და შეურაცხყოფაში. ამის მიუხედავად,  უნდა ვაჩვენოთ დემოკრატიულ სამყაროს, რომ შეგვიძლია მშვიდ გარემოში,  საქართველოს პრეზიდენტის არჩევა, ერის კონსოლიდიდაცია და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებით თანმიმდევრული განვითარება.“ განაცხადა გია აბაშიძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
ტროტუარზე დგომის საბაბით ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics