20:17 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-27 16:21:45, 965 ნახვა

საზოგადოება
სააკაშვილი მოქალაქეებს: შესაძლოა ერთი დღე გვაშორებდეს საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვამდე

 „საარჩევნო უბანზე თქვენ რჩებით ერთი-ერთზე საარჩევნო ყუთთან და საკუთარ სინდისთან, საკუთარ პასუხისმგებლობასთან საქართველოს ისტორიის და საქართველოს შემდგომი არსებობა-არარსებობის საკითხის გადაწყვეტის წინაშე“, - ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ამომრჩეველს

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ხვალ საზოგადოებამ უნდა მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაზეც დამოკიდებულია ქვეყნის ბედი.

ამასთან, ყოფილმა პრეზიდენტომა ამომრჩეველს მაქსიმალური მობილიზებისკენ მოუწოდა.

„ხვალ არის გადამწყვეტი, ისტორიული დღე ჩვენი სამშობლოსთვის, საქართველოსთვის, ხვალ არ წყდება მხოლოდ ის თუ ვინ გახდება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, ხვალინდელი დღის შედეგზე დამოკიდებულია, საქართველოს არსებობა, დამოუკიდებლობის  ყოფნა-არყოფნა, საქართველოში ქართველების დარჩენა- არდარჩენა. საქმე იმაშია, რომ რუსეთიდან შემოგდებულმა ოლიგარქმა და ასევე რუსეთის ხელდასმით დაყენებულმა კანდიდატმა უკვე გამოაცხადეს, რომ მათ უნდა გაასამართლონ ჩვენი სამხედროები საქართველოს დაცვისთვის, რომ ისინი მზად არიან შექმნან საქართველოს ტერიტორიების ანექსიის და მსოფლიოს მიერ აღიარების საფუძველი. ისინი ამტყუნებენ საქართველოს! ამის პარალელურად, ოლიგარქმა დასახა „საქართველოს რკინიგზის“, მთელი ელექტროსისტემის და ყველაფერი დანარჩენის, რაც ჯერ ჯიბეში არ ჩაუდია, ჯიბეში ჩადების და თქვენი საბოლოოდ გაღატაკების გეგმები. ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთმა არ ქნას და მან თავისი გაიტანოს, საქართველოს უკანმოუხედავად დატოვებს კიდევ 1-მილიონი ყველაზე შრომისუნარიანი ქართველი და ისინი უკან ვეღარასდროს ვეღარ დაბრუნდებიან ჩვენს ქვეყანაში. ასეთი დიდი საფრთხის წინაშე საქართველო არ მდგარა ძალიან დიდი ხნის განამვლობაში. ამიტომ ახლა ყველას გვმართებს ძალიან დიდი მობილიზება და დაფიქრება. რონალდ რეიგანმა თქვა, რომ ამერიკა ერთი თაობის იქეთ არის თავისუფლების დაკარგვამდე. საქართველო არჩევნების ერთი დღის იქეთ არის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შესაძლო დაკარგვის საფრთხემდე. ამ საფრთხის შეჩერება თითოეული ქართველის წმიდათა-წმინდა ვალია. ოლიგარქმა ქნა ყველაფერი - მან დაარიგა ხახვი, კარტოფილი, გატყუებთ, რომ გაწერთ საბანო ვალებს, თუმცა არაფერს არ გაწერთ. ერთი რამ მინდა იცოდეთ - საარჩევნო უბანზე თქვენ რჩებით ერთი-ერთზე საარჩევნო ყუთთან და საკუთარ სინდისთან, საკუთარ პასუხისმგებლობასთან საქართველოს ისტორიის და საქართველოს შემდგომი არსებობა-არარსებობის საკითხის გადაწყვეტის წინაშე. იქ უკვე თქვენ უნდა დადგეთ საქართველოს მხარეს. თუ თქვენ რეგიონებში მიდიხართ და მანქანაში, “მარშუტკაში“ თავისუფალი ადგილი გაქვთ, გთხოვთ, ის ხალხი წაიყოლეთ ვისაც საშუალება არა აქვს და მათაც მიაცემინეთ ხმა საკუთარი ქვეყნის გადასარჩენად. ხვალ წყდება საკითხი ეს ქვეყანა გეკუთვნით თქვენ თუ მას ბოლომდე იდებს ჯიბეში ოლიგარქი და მისი პატრონი - რუსეთი“, - მიმართა მოქალაქეებს მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
ტროტუარზე დგომის საბაბით ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics