20:16 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-27 12:49:17, 959 ნახვა

საზოგადოება
ქართველ მეზღვაურებს თურქი გემთმფლობელი სახელფასო დავალიანებას აუნაზღაურებს

ბათუმში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში დღეს გემ „ალიჯან კარტალი“-ს ეკიპაჟის ქართველ წევრებთან შეხვედრა გაიმართება.

სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრებიან მხარეები, რომლებიც გემის ქართველი მეზღვაურებისთვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში იყვნენ ჩართულები. შეხვედრაში მონაწილეობენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ივანე აბაშიძე, აჭარის ა.რ. მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე დავითაძე და საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირის თავმჯდომარე ანატოლი ჩიჯავაძე.

„გემი „ალიჯან კარტალი“ სხვადასხვა პრობლემების გამო 2018 წლის ივლისიდან დღემდე ბათუმის ნავსადგურში დგას. თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე თვეების განმავლობაში არ უხდიდა სახელფასო დავალიანებას ეკიპაჟის წევრებს. 

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო პირველივე დღეებიდან აქტიურ მონაწლეობას იღებს მეზღვაურთა სახელფასო დავალიანების საკითხის მოგვარების პროცესში. გემთმფლობელთან მოლაპარაკებებში სააგენტოსთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, აჭარის ა.რ. მთავრობა და საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირები. ჩართული მხარეების აქტიურობის შედეგად 26 ნოემბერს მიღწეულ იქნა შეთანხმება და გემის მფლობელი მეზღვაურებს სახელფასო დავალიანებას შეთანხმების პირობების შესაბამისად აუნაზღაურებს.

მნიშვნელოვანია, რომ მეზღვაურთა საერთაშორისო პროფკავშირისა (ITF) და საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირის დახმარებით მოხერხდა ეკიპაჟის უცხოელი წევრების (გემზე იმყოფებოდა ირანელი, უკრაინელი და ინდოელი მეზღვაურებიც) დაბრუნება მათ სამშობლოში“, - აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
ტროტუარზე დგომის საბაბით ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics