19:18 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-26 19:20:30, 1235 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა გაცნობითი შეხვედრა გამართეს

იუსტიციის მინისტრისა და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის  გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა. 

თეა წულუკიანმა როს უილსონს მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანას შორის იუსტიციის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობისათვის. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა თანამშრომლობა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, აგრეთვე წარმატებული პარტნიორობა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტსა (DOJ) და სახელმწიფო ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროსთან (INL).

თეა წულუკიანმა  აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში, იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით განხორციელებული რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო სამინისტროს ხელმძღვანელობით მომუშავე უწყებათაშორისი საბჭოოების საქმიანობას სისხლის სამართლის, მართლმსაჯულების, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის, სამართლიანი არჩევნების თუ სხვა სფეროებში.

მინისტრმა ამერიკელ ხალხს ერთგული მხარდაჭერისა და დამხამრებისთვის მადლობა გადაუხადა  და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს კიდევ უფრო ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გზაზე, იუსტიციის სამინისტროსა და აშშ იუსტიციის სისტემებს შორის მჭირდო თანამშრომლობა გაგრძელდება. შეხვედრაზე განხილულ იქნა ამ მიზნით საქართველოს იუსტიციის მინისტრის ვიზიტი ვაშინგტონში მომავალი 2019 წლის თებერვალში. 

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელან შეხვედრას მინისტრის მოადგილეები მიხეილ სარჯველაძე, გოჩა ლორთქიფანიძე და გიორგი პატარიძე ესწრებოდნენ.

 როს უილსონი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ნოემბრიდან ასრულებს.  ის იყო აშშ-ის ელჩი თურქეთსა და აზერბაიჯანში, დიპლომატიური საქმიანობას ეწეოდა პოლონეთსა და რუსეთში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტროტუარზე დგომის საბაბით ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics