19:18 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-26 19:01:27, 1409 ნახვა

საზოგადოება
სროლა კაფე „სტრადასთან“ - დაჭრილია ერთი ადამიანი

თბილისში, კაფე "სტრადასთან" სროლა იყო, რის შედეგადაც ერთი პირია დაჭრილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს პისტოლეტიდან რამდენჯერმე ესროლეს.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ცნობით, მამაკაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს და საპატრულო პოლიციას არ დაელოდა. მან ტერიტორია თავად დატოვა.

მომხდარს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა რურუა შეესწრო. მისი თქმით, დაჭრილს პირველადი დახმარება კაფეშივე აღმოუჩინეს.

„ვიჯექით აქ მე და ჩემი მეგობარი. ვსვამდით ყავას და სადღაც 10 მეტრის უკან, ამ ვერანდაზე, მოპარვით როგორც ჩანს 5-ჯერ თუ 6-ჯერ ესროლეს და ერთ-ერთი მათგანი დაიჭრა. შიგნით შემდეგ ფეხზე გადავუჭირეთ „ჟგუტი“ და უთხარით რომ საავადმყოფოში წაგიყვანთო და "არა, არა, ჩემით წავალო" და როგორც ჩანს თავისით წავიდა. სასწრაფოს არ დაელოდნენ და პოლიციაც ერთი 10 წუთის შემდეგ მოვიდა. სასიკვდილო ჭრილობა როგორც ჩანს არ აქვს“, - განაცხადა ნიკა რურუამ. 

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტროტუარზე დგომის საბაბით ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics