|
2018-11-26 14:54:32, 1050 ნახვა
საზოგადოება
„იმისთვის არ გვიბრძოლია, რომ ვიღაცების მილიონები დაგვეცვა“ - „იბერიას“ ჟურნალისტები ხელფასის ანაზღაურებას ითხოვენ
„იბერიას“ დამფუძნებლებმა არ ჩათვალეს თავი ვალდებულად, რომ თუ არ ჰქონდათ შესაბამისი ფინანსები, მადლობა მაინც ეთქვათ ჟურნალისტებისთვის გვერდში დგომისთვის“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა უფროსმა ვახო ხუზმიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მათი თქმით, ქარხნის ამუშავების შემდეგ დაგროვილი ვალების გასტუმრება უნდა დაიწყოს. გარდა ამისა, არ უნდა ხდებოდეს მედიის თავისუფლების გამოყენება კონკრეტული მიზნების მიღწევისთვის. „მე დაახლოებით თვენახევარია, ვიყენებ აბსოლუტურ პაუზას, რომ არ ყოფილიყო ჩემი მხრიდან არანაირი განცხადება გაკეთებული. მინდოდა დავლოდებოდი ყველანაირ ფორმალობას. თვენახევარია, ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტელბი იმყოფებიან მართლაც უმძიმეს მდგომარეობაში. ყველა ჩვენთაგანს ჰყავს ოჯახები და შვილები. ჟურნალისტებიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვები. ეს ადამიანები არიან ქუჩაში დარჩენილები. „იბერიას“ დამფუძნებლებმა არ ჩათვალეს თავი ვალდებულად, რომ თუ არ ჰქონდათ შესაბამისი ფინანსები, მადლობა მაინც ეთქვათ ჟურნალისტებისთვის გვერდში დგომისთვის. მგონია, რომ ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტები იმსახურებდნენ ტელეკომპანიის ხელმძღვანელებისგან და დამფუძნებლებისგან მადლობას. როდესაც გაჩერდა ტელეკომპანია „იბერია“, მეორე დღეს ტელევიზიის დამფუძნებელმა და პარლამენტის წევრმა ნატო ჩხეიძემ „იბერიას“ თანამშრომლებს უთხრა, რომ ფინანსური პრობლემის მოსაგვარებლად საქართველოს ხელისუფლებისთვის მიემართათ. მაშინაც ჩავთვალე და ახლაც მგონია, რომ ეს ჩვენი დაცინვაა. ჟურნალისტებს ხელფასი უნდა გადაუხადონ იმ ადამიანებმა, ვინც დაასაქმა ეს ჟურნალისტები. ისინი აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ მოიქცნენ. ამ ქვეყანაში ასე მარტო ჟურნალისტებს კი არა, არავის არ უნდა ექცეოდნენ. ჩვენ ვიბრძოლეთ, ვიომეთ და ბოლოს აღმოვჩნდით ქუჩაში და მადლობაც არავინ არ გვითხრა“, - განაცხადა ხუზმიაშვილმა. ამასთან, ვახო ხუზმიაშვილის თქმით, ტელეკომპანია საარჩევნოდ მიზანმიმართულად დახურეს. „ჟურნალისტებს და ოპერატორებს სარჩელი აქვთ შეტანილი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჩართულია ამ საქმეში და ისინი ჟურნალისტების ინტერესებს იცავენ. ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებლებს მოუწევთ, გადასახადების გადახდა, თუმცა ეს როდის მოხდება არ ვიცი. რამდენიმე დღის წინ მითხრეს, თითქოსდა ის აქციები, რომელიც ტარდება ტელეკომპანია „იბერიასთან“, ჩემი ბრალია, რომ მე ვითომ ჟურნალიტებს ვაქეზებ. ამის შესახებ ქალბატონი ნატო ჩხეიძე ფეისბუქზეც წერდა. ქალბატონ ნატოს ალბათ, ძალიან დაბალი წარმოდგენა აქვს ჟურნალისტებზე. ჩვენ ვიბრძოლეთ არა იმისთვის, რომ ვიღაცების მილიონები დაგვეცვა, ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ გვქონოდა საშუალება, რომ ჩვენი საქმე გაგვეკეთებინა. ჩვენი პროფესიული მოვალეობა რომ შეგვესრულებინა. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ტელეკომპანია „იბერია“ არ დახურულიყო. მუშაობის 24-საათიან რეჟიმში ვიყავით გადასულები და იმის მაგივრად, რომ ვინმეს ერთი სიტყვით მაინც ეთქვათ მადლობა, ქუჩაში გამოგვყარეს. ზოგი ამბობს, რომ მე ეს განცხადებები საარჩევნოდ გავაკეთე. ამ ადამიანებს მინდა, ვუპასუხო, რომ საარჩევნოდ დახურეს ეს ტელევიზია. ამ ქვეყანაში სულ არჩევნებია და გამოდის, რომ ხმა ვერ უნდა ამოვიღოთ. ჩვენ ჟურნალისტების უფლებები ამის გამო არ უნდა დავიცვათ და ეს ამბავი უნდა გავატაროთ? ძალიან ვწუხვარ, რომ მიწევს ამ განცხადებების გაკეთება, იმ ადამიანების მიმართ, ვისთანაც მიწევდა მუშაობა, თუმცა მე იძულებული გამხადეს, რომ ეს გამეკეთებინა. მე ჩემ მორალთან ვერ ვიქნებოდი მართალი, რომ ეს განცხადებები არ გამეკეთებინა. ამ ადამიანებზე ყველაზე ვგრძნობ პასუხისმგებლობას. ჟურნალისტები, რომლებიც „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურში მუშაობდნენ, ჩემი მოყვანილები იყვნენ სამსახურში. ეს ადამიანები მე სხვადასხვა ტელეკომპანიებიდან გადმოვიყვანე და გამოვა, რომ დავტოვე ქუჩაში თუ მე ხმას არ ამოვიღებ. დიახ, მე ამ ადამიანებთან ერთად ვაპირებ, ვიბრძოლო, სანამ ჩვენი უფლებები არ იქნება დაცული. ქალბატონი ნატო იყო საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. მან წერსით უნდა იცოდეს, რომ კანონმდებლობით ამ ადამიანებისთვის თანხის გადახდა უნდა მოხდეს", - განაცხადა ხუზმიაშვილმა.
ტროტუარზე დგომის საბაბით ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)