19:18 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-24 11:54:06, 945 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი: ჩვენი რეგიონები უნდა გახდეს სიცოცხლისუნარიანი და განვითარებული

ჩვენი რეგიონები უნდა გახდეს სიცოცხლისუნარიანი, განვითარებული, მათ უნდა ჰქონდეთ მოწესრიგებული პირველადი ინფრასტრუქტურა და რა თქმა უნდა ხელმისაწვდომობა ყველა  სახელმწიფო სერვისზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წნორში, საზოგადოებრივი ცენტრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

პრემიერის თქმით, ხელისუფლების გაცხადებული პრიორიტეტია, რომ საქართელოს ყველა რეგიონს ჰქონდეს თანაბრად განვითარების საშუალება და შესაბამისად, თითოეული მოქალაქისთვის შეიქმნას ცხოვრების თანაბარი პირობები.

„მე არა ერთხელ აღმინიშნავს, რომ რეგიონების მოსახლეობისთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ისეთი სერვისები, როგორიცაა  განათლება, ჯანდაცვა და სოციალური ინფრასტრუქტურა. ამ მიმართულებით ჩვენ თანამიმდევრულად მივდივართ წინ და დღევანდელი დღეც სწორედ ამის ნათელი დადასტურებაა. დღეს წნორში ვხსნით  საზოგადოებრივ ცენტრს, რაც ნამდვილად კარგი საჩუქარია წნორის მოსახლეობისთვის. ეს საზოგადოებრივი ცენტრი უზრუნველყოფს  ზუსტად ისეთივე  ხარისხის სერვისებით უზრუნველყოფას, როგორც ეს ხდება ჩვენს დიდ ქალაქებში. ამავე დროს იქნა გათვალისწინებული თქვენი მოთხვნა და ბევრი ისეთი ფუნქცია აქვს ამ ცენტრს დამატებული, რომელიც თქვენს მოთხოვნებზეა მორგებული", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დღეიდან წნორელებს საშუალება ექნებათ,  წნორიდან გაუსვლელად  საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურება მიიღონ, მათ შორის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის აღება, ეროვნულ არქივზე წვდომა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისები.

„ასევე სასიხარულოა, რომ კერძო სექტორიც წარმოდგენილი იქნება ამ ცენტრში.  ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ რომ ამ ცენტრში ახალგაზრდებისთვის და მოზარდებისთვის არის შექმნილი შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ახალგაზრდებს ექნებათ წვდომა ბიბლიოთეკაზე, მათ შორის - ელექტრონულ წიგნებზე, კომპიუტერებზე და ბევრ სხვა მნიშვნელოვან სერვისზე, რომელიც საინტერესოა ახალგაზრდებისთვის. კარგია, რომ ამავე დროს იქნება შეხვედრების დარბაზი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ მნიშვნელოვანი შეხვედრებიც ჩატარდეს დღეიდან წნორში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით, თანამედროვე სტანდარტების 57 საზოგადოებრივი ცენტრი მოქმედებს, რომლებიც მოსახლეობას აძლევს საშუალებას, სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით, 24-საათიანი უფასო უკაბელო ინტერნეტითა და „სკაიპის" ოთახით. ახალგაზრდებისთვის მოწყობილია უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, სადაც, ელექტრონულ წიგნებთან ერთად, ხელმისაწვდომია  ბეჭდური გამოცემებიც.

საზოგადოებრივ ცენტრში, სოფლად მცხოვრები მოქალაქეების სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისათვის, 30 ადამიანზე გათვლილი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი  შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, რომელიც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების, პრეზენტაციებისა და დისტანციური სწავლების ჩატარების, ასევე, ფილმების ჩვენების ორგანიზების საშუალებას იძლევა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტროტუარზე დგომის საბაბით ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics