19:18 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-23 16:38:17, 1286 ნახვა

საზოგადოება
ზურაბიშვილი - ჩვენი ვალია, რომ არ დავივიწყოთ ბუტა რობაქიძის ხსოვნა, ეს აღარ უნდა მოხდეს

„ჩვენი საზოგადოების ვალია, რომ არ დავივიწყოთ ბუტა რობაქიძის ხსოვნა, არ დავივიწყოთ, რა იყო იმ წლებში, როდესაც ადამიანები, ოჯახი, ახალგაზრდები რეჟიმმა გაანადგურა“, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე მემორიალის გახსნაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში მსგავსი ფაქტები აღარ უნდა მოხდეს და სამართლიანობა აღდგეს.

„მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე გიორგობა. გიორგობა არის ბრწყინვალე დღესასწაული ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის სიმბოლო იმისა, როცა ბოროტსა სძლა კეთილმა და ჩვენ ამ რწმენით, ამ იმედით ვართ. ეს მომორიალი, რომელიც დღეს გაიხსნა, რომელიც ეძღვნება ახალგაზრდების და პირველ რიგში, ბუტა რობაქიძის ხსოვნას არის ჩვენი ვალი საზოგადოების, რომ არ დავივიწყოთ, რა იყო ის წლები, რომელმაც გაანადგურა ადამიანები, მათი თავისუფლება, მათი ჯანმრთელობა, მათი სიცოცხლე. ეს არის ის, რაც ამ ქვეყანაში აღარ უნდა მოხდეს. ჩვენ გვინდა ახალი საქართველო. გუშინ იყო სიმბოლური დღე ასევე, როცა ფოტოგრაფების საქმე დასრულდა სამართლიანად და ჩვენ გვინდა ასეთი სამართლიანი საქართველო, ძალიან  ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ ელოდება ჩვენს ქვეყანაში, ეს სამართლიანობა აღდგეს, რომ მათი სახელი იყოს გაწმენდილი, რაც იყო იმ რეჟიმის დანატოვარი, ეს ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა, არ დასრულებულა, მაგრამ დღეს არის გამარჯვების დღე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტროტუარზე დგომის საბაბით ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics