18:16 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-22 17:25:50, 1113 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სახლი პროექტის „გაუმჯობესებული სერვისები ყველასთვის“ შუალედური ანგარიშით წარდგა

იუსტიციის სახლმა, პროექტის „გაუმჯობესებული სერვისები ყველასთვის" შუალედური ანგარიში დღეს მედიას და საზოგადოებას წარუდგინა. პროექტის უმთავრეს ამოცანას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სახელმწიფო სერვისების კიდევ უფრო ეფექტიანად მიწოდება წარმოადგენს.

შუალედური ანგარიშის წარდგენას  მოწვეული სტუმრები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები, ასევე, თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ პროექტის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპზე.

პროექტის - „გაუმჯობესებული სერვისები ყველასათვის" განხორციელება იუსტიციის სახლმა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, 2018 წლის ივნისიდან დაიწყო. პროექტის ძირითად მიმართულებას,  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების საკითხში იუსტიციის სახლის თანამშრომელთა კომპეტენციის ამაღლება წარმოადგენს. ამ მიზნით, პროექტის ფარგლებში საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების კვლევის საფუძველზე, იუსტიციის სახლმა შეიმუშავა სახელმძღვანელო და სტანდარტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების შესახებ.

ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით შემუშავებული სპეციალური ტრენინგ-მოდულით, უკვე გადამზადდა იუსტიციის სახლის წინა ხაზის 300-მდე თანამშრომელი.  ხოლო, მიმდინარე წლის ბოლომდე, გადამზადებას გაივლის იუსტიციის სახლის წინა ხაზის უკლებლივ ყველა თანამშრომელი საქართველოს მასშტაბით, ჯამში 750 თანამშრომელი.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე იუსტიციის სახლის თანამშრომელთა მაღალი ცნობიერება და საჭიროებებზე მორგებული სერვისის მიწოდებისათვის აუცილებელი ცოდნა,  იუსტიციის სახლის მომსახურების პროცესს უფრო ხელმისაწვდომს და ადაპტირებულს ხდის.

აღსანიშნავია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების სტანდარტი დაინერგება იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში, ხოლო უკვე შემუშავებული ტრენინგ-მოდული გახდება იუსტიციის სახლის ახალი თანამშრომლების გადამზადების სისტემის ნაწილი, რაც პროექტის შედეგების მდგრადობას უზრუნველყოფს.

ამავე პროექტის ფარგლებში იუსტიციის სახლის 20 თანამშრომელი ინტენსიურად ეუფლება ჟესტურ ენას. მათ უკვე შეუძლიათ ჟესტური ენის გამოყენებით მომსახურების გაწევა, რაც უდიდესი სტიმულია ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებისთვის.

იუსტიციის სახლისათვის უმნიშვნელოვანესია, სახელმწიფო სერვისები თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს ყველა მომხმარებლისათვის, რისთვისაც მომავალშიც არაერთი ქმედების განხორციელებას გეგმავს.

 

ფოტო რეპორტაჟი

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
ტრამპმა სი ძინფინი სექტემბერში თეთრ სახლში მიიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics