|
2018-11-22 10:47:38, 938 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისში „საქართველოს ფოსტის“ განახლებული სერვის ცენტრი გაიხსნა
საქართველოს ფოსტამ ქუთაისში,თამარ მეფის ქ.№56-ში განახლებული სერვის ცენტრი გახსნა, სადაც მოსახლეობას საშუალება აქვს ისარგებლოს სწრაფი, სანდო და მოქნილისაფოსტო სერვისებით. სერვის ცენტრის განახლებაში, სადაც17 ადგილობრივია დასაქმებული, კომპანიამ 130 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. ჩატარდაინფრასტრუქტურული სამუშაოები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და განახლდა ტექნიკური აღჭურვილობა. „განახლებული ინფრასტრუქტურა საშუალებას გვაძლევს გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი, ხელმისაწვდომი გავხადოთ სრული საფოსტო მომსახურება და შევქმნათ კომფორტული სამუშაო გარემო.საქართველოს ფოსტა ორიენტირებულია განვითარებაზე, ამიტომ მუდმივად ვმუშაობთ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე და ვცდილობთ მომხმარებელზე მორგებული გავხადოთ საფოსტო პროდუქტები. ჩვენი მიზანია პროფესიონალიზმით და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით შევქმნათ მომსახურების უმაღლესი სტანდარტი და უნივერსალური საფოსტო მომსახურების პრინციპებიდან გამომდინარე დავიცვათ და უზრუნველყოთ თითოეული მოქალაქის უფლება, შეუფერხებლად მიიღოს საფოსტო მომსახურება მთელი ქვეყნის მასშტაბით. მომხმარებელს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ქვეყნის ყველაზე შორეულ წერტილამდე, წელიწადის ნებისმიერ დროს და ამინდში, საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს გზავნილის საიმედო და სწრაფ მიწოდებას“, - აცხადებს საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე. მიმდინარე წელს საქართველოს ფოსტამ 5 სერვის ცენტრი განაახლა, წლის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ 2 სერვის ცენტრის განახლება. საქართველოს ფოსტა ქვეყანაში უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. საქართველოს ფოსტა მთელი ქვეყნის მასშტაბით 82 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი. კომპანიის მიზანია, ხელმისაწვდომი გახადოს მაღალი ხარისხის მომსახურება ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის.
(R)
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)