18:18 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-21 19:25:59, 1135 ნახვა

საზოგადოება
პენიტენციური სამსახური ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მსჯავრდებული, სტაციონარული მკურნალობის კრიტერიუმის ამოწურვის შემდეგ, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს გადაყვანილი იქნა სასჯელის მოხდის ადგილას.

"ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ მსჯავრდებულს, სასჯელის მოხდის პერიოდში, ყველა ეტაპზე გაეწია ჯანმრთელობის მდგომარეობის საჭიროებების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, რაც გულისხმობს კლინიკო-ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური გამოკვლევებით უზრუნველყოფას, სხვადასხვა პროფილის ექიმი-სპეციალისტების კონსულტაციების ჩატარებასა და დადგენილი დიაგნოზების შესაბამის მკურნალობას როგორც პენიტენციური სისტემაში, ისე სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ კლინიკებში. შესაძლო ეგზოგენური ინტოქსიკაციის გამორიცხვის მიზნით, მსჯავრდებულს ტოქსიკოლოგების რეკომენდაციით, მიმდინარე წლის 2 ოქტომბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, შპს „მედიქლაბ ჯორჯიაში“ ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები, მათ შორის გამოკვლეულ იქნა სისხლში ტყვიის შემცველობა, შედეგით - ნორმის ფარგლებში. ამასთან, გამოკვლევების შედეგების გათვალისწინებით, მწვავე და ქრონიკული ეგზოგენური ინტოქსიკაციის ნიშნები გამოირიცხა. ტოქსიკოლოგიური მიმართულებით, დამატებითი გამოკვლევების ჩატარება ობიექტურ-კლინიკურ შეფასებისა და არსებული მონაცემების გათვალისწინებით, რეკომენდებული არ ყოფილა. ასევე,  ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის ჩატარება არცერთი პროფილის ექიმი-სპეციალისტის მიერ საჭიროდ არ იქნა მიჩნეული. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული, სტაციონარული მკურნალობის კრიტერიუმის ამოწურვის შემდეგ, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს გადაყვანილი იქნა სასჯელის მოხდის ადგილას. 
მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს შპს „მედიქლაბ ჯორჯიას“ მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კლინიკიდან გაწერის ეტაპზე იყო დამაკმაყოფილებელი", - ნათქვამია განცხადებაში. 

 

(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
ტრამპმა სი ძინფინი სექტემბერში თეთრ სახლში მიიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics