|
2018-11-21 13:46:19, 930 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სახლში კომუნალური გადასახადების ქვითრებში სწორი მონაცემების დაფიქსირებას აბონენტები ადგილზევე შეძლებენ
21 ნოემბერს, თბილისის იუსტიცის სახლში ახალი სერვისის პრეზენტაცია იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ ირინა მილორავამ გამართეს. იუსტიციის სახლი კვლავ განაგრძობს სახელმწიფო და კერძო სერვისების დანერგვას, რაც მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო ამარტივებს მომსახურების ერთ სივრცეში მიღების პროცესს. სემეკისა და იუსტიციის სახლის თანამშრომლობის შედეგად, იუსტიციის სახლში დაინერგება ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომპანიების მომსახურებები. პროექტში იუსტიციის სახლთან ერთად ჩართულია სემეკი, მონაცემთა გაცვლის სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. მოქალაქეებისათვის სწრაფი და გამარტივებული მომსახურებების შეთავაზების მიზნით, სემეკმა უზრუნველყო ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი შვიდი ყველაზე მსხვილი კომპანიის (თელასი, ჯორჯიან უოთერ ანდ ფაუერი, ყაზტრანსგაზ-თბილისი, ენერგო-პრო ჯორჯია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, სოკარ ჯორჯია გაზი და საქორგგაზი) პროექტში ჩართულობა. პროექტის ფარგლებში, პირველი სერვისი -აბონენტის რეგისტრაციის შეცვლა - იუსტიციის სახლში 21 ნოემბრიდან დაინერგება. სერვისი გულისხმობს აბონენტის სწორი მონაცემების ასახვას კომუნალური გადასახადების ქვითარში. სპეციალურად ამ სერვისისთვის მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ შეიქმნა სამუშაო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლისგან ელექტრონული განცხადების მიღებას; ასევე, მონაცემების ელექტრონულ მიმოცვლას იუსტიციის სახლსა და კომპანიებს შორის. თუ აქამდე ქონების რეგისტრაციის შემდეგ მოქალაქეს უწევდა ვიზიტი მინიმუმ სამ კომპანიაში (მაგ.: თელასი, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ყაზტრანსგაზ-თბილისი) გამოცხადება, რათა მატერიალურად შევსებული განცხადების საფუძველზე ქვითარში ძველი მესაკუთრის ნაცვლად დაეფიქსირებინა საკუთარი რეკვიზიტები, მომსახურების იუსტიციის სახლში დანერგვა მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს დაზოგოს დრო, ხარჯები და ქონების რეგისტრაციის პარალელურად მხოლოდ ერთი განცხადებით მიმართოს 7 სხვადასხვა კომპანიას (თელასი, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ყაზტრანსგაზ-თბილისი, ენერგო-პრო ჯორჯია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, სოკარ ჯორჯია გაზი, საქორგგაზი) ქვითარში აბონენტის რეკვიზიტების შეცვლასთან დაკავშირებით. იუსტიციის სახლი არის ადგილი, სადაც მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის 450-მდე სერვისის მიღებას მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოში იღებს. კომუნალური გადასახადების ქვითრებში სწორი მონაცემების დაფიქსირებას აბონენტები 21 ნოემბრიდან იუსტიციის სახლის ოცივე ფილიალში შეძლებენ. იუსტიციის სახლის სერვისების მიწოდების კიდევ უფრო მეტი ეფექტურობისა და ადაპტირებული გარემოს შექმნისთვის ორგანიზაციაში ზრუნვა კვლავ გაგრძელდება, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზნის მიღწევას - კიდევ უფრო გაუმჯობესდეს მოქალაქეთა მომსახურების ხარისხი.
(NS)
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
ტრამპმა სი ძინფინი სექტემბერში თეთრ სახლში მიიწვია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)