01:36 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-20 13:25:59, 1456 ნახვა

საზოგადოება
კალაძე არასამთავრობოებზე: გაცოცხლდნენ? გამოვიდნენ სარდაფებიდან?

გაცოცხლდნენ, გამოვიდნენ სარდაფებიდან? - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა შეფასებითაც ვალების განულებასთან დაკავშირებული მთავრობის ინიციატივა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვას შეიცავს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განმართა, ხსენებულ ინიციატივაზე საუბარი დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა და ეს არჩევნებს არ უკავშირდება. 

„გაცოცხლდნენ, გამოვიდნენ სარდაფებიდან? ამასთან დაკავშირებით დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა საუბარი. სანამ არჩევნების თარიღი გამოცხადდებოდა, მანამდე იყო საუბარი. ამაზე საუბრობდა პარტიის თავმჯდომარე, როდესაც ის შემობრუნდა პოლიტიკაში. ძალიან მიხარია, რომ პრობლემა, რომელიც 600 ათასზე მეტ ადამიანს აწუხებდა, მოიხსნება. ძალიან რთულია, დაუკავშირო არჩევნებს. პირველ ტურში რომ დამთავრებულიყო არჩევნები და მერე რომ გამოცხადებულიყო ეს გადაწყვეტილება, მაშინ რას იტყოდნენ? არანაირი კავშირი არ აქვს, თუმცა თუ არის კითხვები რაიმე კითხვები, შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან ალბათ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics