17:19 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-20 12:11:55, 865 ნახვა

საზოგადოება
„ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგა“ - მხარს ვუჭერთ ზურაბიშვილს, მან ემიგრანტული ცხოვრების სიმძიმე გამოსცადა

„აღშფოთებას გამოთქვამს საქართველოში, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წევრთა მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაციის ამსახველი განცხადებების გამო, რომელმაც განსაკუთრებით სახიფათო სახე საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურის დანიშვნის შემდეგ მიიღო“, - ამის შესახებ განცხადებას „ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგა“ ავრცელებს.

„ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგა“ საქართველოს მთავრობასა და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ, რათა კანონის შესაბამისად დაეკისროთ პასუხისმგებლობა მათ, ვინც სიცოცხლის ხელყოფის მუქარით ემუქრება ქალ საპრეზიდენტო კანდიდატს.

„ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგა“, მხარს უჭერს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, როგორც გამოცდილ პოლიტიკოსს და საქართველოს პირველი პოლიტიკური ემიგრაციის ერთ ერთი ოჯახის შთამომავალს, რომელმაც თავის თავზე გამოცადა ემიგრანტული ცხოვრების ყველა ის სიმძიმე, რასაც ჩვენ ყოველდღიურად შევიცნობთ. დუმილის უფლება აღარ გვაქვს,რადგან ემიგრაციაში დაბადებული ჩვენი შვილები და შვილიშვილები მომავალში აუცილებლად უნდა იყვნენ დაზღვეულნი მსგავსი აგრესიისა და ცილისმწამებისაგან. ჩვენ, ყველა ემიგრანტი „სამშობლოს გარეთ- სამშობლოსათვის“ ვცოცხლობთ და არავის მივცემთ უფლებას დემაგოგიური და დისკრედიტაციული მეთოდებით წაგვართვას ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში სრული ჩართულობის კონსტიტუციური და მორალური უფლება. „ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის“ წარმომადგენლობები საქართველოსა და საზღვარგარეთ (თბილისი; აშშ-ნიუ იორკი; საბერძნეთი-ათენი, სალონიკი, კალამატა; იტალია- ბარი; ესპანეთი-ვალენსია) მოგმართავთ თხოვნით, დაუყოვნებლივ გამოიძიოთ და კანონის შესაბამისად დააკისროთ პასუხისმგებლობა ცილისმწამებლებს, ქალთა უფლებების დამრღვევებსა და სიცოცხლის ხელყოფის მუქარის ავტორებს, რაც ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში ხორციელდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გორში კაცი ცივი იარაღით დაჭრეს - პოლიციამ ერთი პირი დააკავა
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics