2018-11-19 13:59:16, 1819 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ გიორგაძე მართვით სუნთქვაზე რჩება
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, მიხეილ გიორგაძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
როგორც "ექსპრესნიუსს" ინგოროყვას კლინიკაში განუცხადეს, მიხეილ გიორგაძე რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ცნობისთვის, 17 ნოემბრის საღამოს მიხეილ გიორგაძე ყვარელში ავარიაში მოჰყვა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულიხმობს ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ავტორი: ,