2018-11-16 10:49:45, 1578 ნახვა
საზოგადოება
მთავრობის დადგენილებით წამლის სააგენტო იქმნება
საქართველოს მთავრობის 14 ნოემბრის დადგენილებით, ჯანდაცვის სამინისტროს ფარგლებში წამლის სააგენტო იქმნება.
როგორც დადგენილებაშია ნათქვამი, წამლის სააგენტო 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. იგი სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ბაზაზე დაფუძნდება.
აღსანიშნავია, რომ დადგენილების ამოქმედებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში შეიქმნება სარეორგანიზაციო კომისია, რომელიც წამლის სააგენტოს მიზნებს, ფუნქციებსა და ამოცანებს განსაზღვრავს.
წამლის სააგენტოს ხელმძღვანელის დანიშვნის და გათავისუფლების უფლებამოსილება ჯანდაცვის მინისტრს ექნება.
ავტორი: ,