|
2018-11-15 17:27:46, 1283 ნახვა
საზოგადოება
აფხაზეთის მთავრობაში პარამოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულ ირმა ხეცურიანთან შეხვედრა გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთიდან დევნილ პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანთან შეხვედრა გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მას 2018 წლის პარამოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული უდიდესი წარმატება მიულოცა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. ასევე, პარამოფარიკავეთა საერთაშორისო უმაღლესი დონის ტურნირებში მიღწეული მაღალი შედეგებისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ ირმა ხეცურიანი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დააჯილდოვა. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი აფხაზეთში, სოხუმში დაიბადა. 7 წლის ასაკში მას სახლის დატოვება მოუწია და საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა. სპორტულ კარიერაში მან მრავალ წარმატებას მიაღწია. 2018 წელს ირმა ხეცურიანი პარამოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 2017 წელს ის ეტლით ფარიკაობაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ასევე, ის, არის ევროპის ჩემპიონატებისა და მსოფლიო თასის გათამაშების არაერთგზის მონაწილე და მრავალი სხვადასხვა სინჯის მედლის მფლობელი. 2015, 2016, 2017 წლებში იყო რეიტინგის პირველი ნომერი ხმლით მოფარიკავეთა შორის ფარი B კატეგორიაში (სპინალური დაზიანება). 2017 წელს მან საუკეთესო ეტლით მოფარიკავე ქალის ტიტული მიიღო.
(NS)
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)