|
2018-11-15 15:03:54, 1199 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ხანიშვილი თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი თურქეთის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების - თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა. დელეგაციას DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარე ჯემალ იანგინი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე გიორგი ხანიშვილმა ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და საინვესტიციო პოტენციალის გაცნობის მიზნით, საქართველოს თავისუფალ ბიზნეს გარემოსა და მოქნილ საგადასახადო სისტემაზე გაამახვილა ყურადღება. მინიტრის მოადგილემ ასევე, ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სექტორის სწრაფი განვითარების პოტენციალს გაუსვა ხაზი. თურქეთის ელჩმა ჯერენ იაზგინმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ თურქეთის სახელმწიფო საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტით არის დაინტერესებული. ამასთანავე, ყურადღება გაამახვილა, საქართველოში არსებულ ხელსაყრელ კლიმატურ პირობებზე, რაც ბიო-სოფლის მეურნეობის განვითარების შესაძლებლობას იძლევა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო, საექსპორტო პროდუქციის ტრანსპორტირების გამარტივების საკითხებს. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას დიდი პოტენციალი აქვს. შეხვედრას თურქეთის ელჩი საქართველოში ჯერენ იაზგინი, ზირაათ ბანკის ქართული ფილიალის დირექტორი მეჰმედ ებარი და სამინისტროს სიტემაში შემავალი სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა
დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)