|
2018-11-15 14:06:50, 1497 ნახვა
საზოგადოება
„ვისაც დასჭირდება საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ყველას დავეხმარებით“ - ფონიჭალაში კალაძე და ხუციშვილი მივიდნენ
ფონიჭალაში, სადაც ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა, თბილისის მერი კახა კალაძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ხუციშვილი მივიდნენ. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, კორპუსი შემოწმდება, რათა დადგინდეს რამდენად უსაფრთხოა ის საცხოვრებლად და ვისაც საცხოვრებლით უზრუნველყოფა დასჭირდება, მერია მას დაეხმარება. მისივე განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში, შენობის გამაგრების სამუშაოებსდედაქალაქის მერია განახორციელებს. კალაძის თქმით, გვერდით კორპუსებში არანაირი პრობლემა არ არის, ხოლო დაზიანებული კორპუსიდან გამოყვანილ ადამიანებს სხვადასხვა მისამართებზე გადაიყვანენ. „სიტუაცია ძალიან მძიმეა. აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გამო მოხდა, თუმცა ზუსტი მიზეზი მოგვიანებით დადგინდება. დანგრეულია კორპუსის რამდენიმე სართული, არიან დაშავებულებიც. გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს, სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე პირადად მე არ მაქვს. გვერდით კორპუსებზე არანაირი პრობლემა არ არის. იმ კორპუსის მცხოვრებლები კი, სადაც აფეთქება მოხდა, საცხოვრებელი სახლებიდან არიან გამოყვანილი.მათ სხვადასხვა მისამართზე გადავიყვანთ. ამას გამგეობა და თბილისის მერია უზრუნველყოფს. ასევე, ჩვენ შევამოწმებთ, რამდენად უსაფრთხო იქნება ამ საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრება. თუ რაიმე დამატებითი სამუშაო იქნება ჩასატარებელი, მერია და გამგეობა ამას თავის თავზე აიღებს. ვისაც დასჭირდება საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ყველას დავეხმარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, თბილისში, ზემო ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა გამოიწვია. აფეთქების შედეგად დაშავდა 3 ადამიანი. ისინი დამწვრობის ეროვნულ ცენტრში არიან გადაყვანილი. ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მათი მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულის შორის ერთი 6 წლის ბავშვია. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)