2018-11-15 12:55:06, 1487 ნახვა
საზოგადოება
ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე სამშენებლო ფილის ქვეშ, სავარაუდოდ, დედა-შვილია მოყოლილი
ზემო ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე, კორპუსის მე-2 სართულზე ფილაა ჩავარდნილი, სადაც ორ ადამიანს ეძებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ნანგრევებში დედა-შვილია მოყოლილი.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაშავებულია 3 ადამიანი. სადარბაზოდან მოსახლეობის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.
შეგახსენებთ, თბილისში, ზემო ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა გამოიწვია. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური.
ავტორი: ,