|
2018-11-15 10:37:28, 1066 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა - 2013 წლიდან გაზიფიცირების ტემპი, პრაქტიკულად, გასამმაგდა
საქართველოს სოფლების გაზიფიკაციის პროექტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ ვანის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზედაგორასა და ზედაბზვანში გაზის გაშვების სიმბოლურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ამით იმერეთის მხარეში იმ სოფლების რაოდენობა, რომელთაც ბუნებრივი აირი მიეწოდებათ, 287-მდე გაიზარდა. სულ აღნიშნულ მხარეში გაზიფიცირებულია 11 მუნიციპალიტეტში 204,229 აბონენტი. ნათია თურნავასთან ერთად, გაზის ანთების სიმბოლურ ცერემონიაში ასევე მიიღეს მონაწილეობა იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის" გენერალურმა დირექტორმა აზერ მამადოვმა და „გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ. „2013 წლიდან სახელმწიფომ დაიწყო გაზიფიცირების პროგრამა და კერძო კომპანიებთან ერთად ჩაერთო ძალიან აქტიურ გაზიფიცირებაში. ამის შედეგად, 2013 წლიდან დღემდე გაზიფიცირების ტემპი პრაქტიკულად გასამმაგდა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას. მისი თქმით, იმერეთის მხარის დიდი ნაწილი გაზიფიცირებულია და ბევრ სოფელში, რთული რელიეფის მიუხედავად, გაზის ინფრასტრუქტურის მშენებლობა წარმატებით მიმდინარეობს. ნათია თურნავას განცხადებით, სამუშაოები, რომლებიც ამჟამად რეგიონის სოფლების გაზიფიცირების მიმართულებით მიმდინარეობს, წინასწარ არსებულ გრაფიკის თანახმად, 2020 წლის ჩათვლით უნდა დასრულდეს. იმერეთის მხარეში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე იმ სოფლების მოსახლეობასაც შეხვდა, სადაც გაზის ინფრასტრუქტურის მშენებლობა ჯერ არ მიმდინარეობს, თუმცა შესაბამისი პროექტი უკვე შედგენილია და სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. სამშენებლო სამუშაოებს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახორციელებს, რომლის თანამშრომლებიც ასეთი სოფლებში პროექტირების სამუშაოებს ახორციელებენ. ერთ-ერთი ასეთი სოფელი, სადაც ნათია თურნავა მოსახლეობას შეხვდა და მათი მოსაზრებები მოისმინა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელი წყალშუაა, სადაც გაზის ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან დაკავშირებული საპროექტო სამუშაოები 2019 წლიდან დაიწყება.
(NS)
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა
დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)