15:09 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-14 11:58:54, 1009 ნახვა

საზოგადოება
ნათია თურნავა: შიდა ქართლის რეგიონი თითქმის სრულად გაზიფიცირებულია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ დღეს შიდა ქართლში გაზიფიცირების კუთხით ჩატარებული სამუშაოები დაათვალიერა.

ნათია თურნავა იქ შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან, „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს დირექტორ აზერ მამმადოვთან და საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურ დირექტორ ჯაბა ხმალაძესთან ერთად იმყოფებოდა. ისინი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში მოსახლეობას შეხვდნენ და მათთან ერთად მიიღეს მონაწილეობა ოჯახებში ბუნებრივი აირის პირველად ანთების ტრადიციულ ცერემონიაში.

ნათია თურნავას ინფორმაციით, დღეისთვის შიდა ქართლის რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოები თითქმის დასრულებულია. „ჩვენ დღეს სოფელ მოხისში, ბატონ რამაზ სოიტაშვილის ოჯახში ვიმყოფებით და ვიზიარებთ მათ სიხარულს იმასთან დაკავშირებით, რომ გაზი ჩავურთეთ, მთელი სოფელი უკვე გაზიფიცირებულია. სახელმწიფო გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მეშვეობით და კომპანია „სოკარი" გაზიფიცირების ძალიან ინტენსიურ პროგრამას ვახორციელებთ - შიდა ქართლის რეგიონი თითქმის დაფარულია, ბუნებრივი აირი 129 სოფელშია შეყვანილი, ახლა სამუშაოები კიდევ 15 სოფელში მიმდინარეობს", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

შიდა ქართლში 2013 წლიდან დღემდე გაზიფიცირებულია 4 მუნიციპალიტეტი, 129 სოფელი, 28,213 აბონენტი. დღეისთვის ქარელის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში: კოდავარდისუბანი, ზემო შაქშაქეთსა და დოღლაურში მიმდინარეობს გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები. ასევე ხაშურის მუნიციპალიტეტის 7 სოფლისთვის (ქემფერი, ცოცხნარა, ოძისი, ცივწყარო, ცედანი, წაბლოვანა, ქვემო აძვისი) გამოცხადებულია ტენდერი და დაიწყება გაზიფიცირების სამუშაოები.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბოლო რამდენიმე განმავლობაში გაზიფიცირების პროცესი საქართველოში ინტენსიურად მიმდინარეობს. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა: „მთლიანად საქართველოს 84% გაზიფიცირებულია, ქვეყნიის მასშტაბით 1.100 000 საყოფაცხოვრებო აბონენტზე მეტი გვყავს - ესაა ჩვენი მოსახლეობა, ოჯახები, სადაც გაზი შევიყვანეთ". 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა
დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics