|
2018-11-13 18:24:48, 1497 ნახვა
საზოგადოება
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ჩინეთში, ენერგოფექტურობის გლობალური პროექტის დასკვნით ღონისძიებას დაესწრო
13 ნოემბერს, ჩინეთში, ქალაქ ჰანგზუში ენერგოფექტურობის გლობალური პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს, როგორც ლიდერი საპილოტე ქვეყნის სახელით, დაესწრო საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ივანე აბაშიძე. შეხვედრაზე განხილულ იქნა, „გლობალური საზღვაო ენერგო ეფექტურობის ურთიერთთანამშრომლობის (GloMEEP) პროექტის მიერ მიღწეული შედეგები, კერძოდ, პროექტის ფარგლებში ლიდერმა საპილოტე ქვეყნებმა წარადგინეს შემდეგი 3 სახის დოკუმენტი: სახელმწიფოს შეფასება ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით, ენერგოეფექტურობის ეროვნული სტრატეგიის სამუშაო ვერსია; და MARPOL VI - დანართის საიმპლემენტაციო კანონმდებლობა. პროექტი დაფინანსებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ და განხორციელდა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გარემოს დაცვითი სამმართველოს ძირითადი პროექტების დანაყოფის მიერ. პროექტის ფარგლებში, საქართველომ შეიმუშავა სამივე ზემოხსენებული დოკუმენტი და უახლოეს მომავალში დაიწყება მუშაობა კონვენციის სარატიფიკაციო პროცედურებზე. აღსანიშნავია, რომ პარიზის კლიმატის შეთანხმების იმპლემენტაცია საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიაში, სწორედ ხსენებული კონვენციის მეშვეობით ხდება, განსაკუთრებით კი აღსანიშნავია 2020 წლის მიზანი, რომ საზღვაო საბუნკერო საწვავში გოგირდის შემცველობა დავიდეს 0,5 m/m. MARPOL VI დანართი ასევე წარმოადგენს ძირითად დოკუმენტს, რომლითაც საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) 2050 წლის სტრატეგია უნდა განხორციელდეს საზღვაო ტრანსპორტის საშუალებებიდან გამონაბოლქვის შემცირების შესახებ.
(NS)
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)