14:04 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-13 11:59:40, 1566 ნახვა

საზოგადოება
15 ნოემბრამდე საქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

15 ნოემბრამდე საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა 13 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +14, +19, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9, +14 გრადუსის ფარგლებში იქნება.

"14-15 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნალექიანი ამინდი, შესაძლებელია ნისლიც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს", - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემერატურა 13 ნოემბერს +12, +13, ხოლო 14-15 ნოემბერს +7, +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics