14:04 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-13 11:42:29, 1205 ნახვა

საზოგადოება
იტალიაში რაგბის თამაშზე დასასწრებად წასული საქართველოს 30 მოქალაქე, სამშობლოში ამ დრომდე ვერ ბრუნდება

საქართველოს 30 მოქალაქე, რომელთა ნაწილიც იტალიაში რაგბის თამაშს ესწრებოდა, საქართველოში ამ დრომდე ვერ ბრუნდება.

როგორც მოქალაქეები აცხადებენ, ავიაკომპანია Wizz Air-ის რეისზე, რომელიც მილანი-ქუთაისის მიმართულებით მიფრინავდა, აეროპორტის თანამშრომლებმა არ აუშვეს.

ერთ-ერთი მგზავრის ნათია ემირიძის განცხადებით, მათ ყველა პროცედურა დროულად გაიარეს, თუმცა, რა გახდა მათი შეჩერების მიზეზი, არავის განუმარტავს.

კიდევ ერთი მგზავრის, ლევან კილაძის თქმით, არსებობს ვარაუდი, რომ კომპანიამ იმაზე მეტი ბილეთი გაყიდა რეისზე, ვიდრე ამის შესაძლებლობა იყო.

"როცა გავიკითხეთ, თუ რა შეიძლება იყოს ჩვენი ბორტზე არ შეშვების მიზეზი თქვეს, რომ ეს არის იაფფასიანი ავიახაზები და ხშირია შემთხვევები, როდესაც იყიდება იმაზე მეტი ბილეთი ვიდრე თვითმფრიავში არის რეალური ადგილების რაოდენობა. არც სასტუმრო მოუციათ, ვართ რამდენიმე საათი აეროპორტში, არც წარმომადგენელი არის კომპანიის, რომ რამე გავარკვიოთ", - განაცხადა მგზავრა. 

მომხდარს კომპანია WizzAir გამოეხმაურა:

"Wizz Air უარყოფს გავრცელებულ ცრუ ბრალდებას იმის თაობაზე, რომ 12 ნოემბერს დაგეგმილ რეისზე W6 6412 (მილანი მალპენსა - ქუთაისი ) თვითმფრინავის ბორტზე ხელმისაწვდომ ადგილებზე მეტი ბილეთი გაიყიდა. ზოგიერთი მგზავრი გამგზავრების აეროპორტში დროულად არ გამოცხადდა, ზოგიერთმა მგზავრა კირეგისტრაციის დროს უარი თქვა ბარგის მოსაკრებლის გადახდაზე, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა რეგისტრაციისპროცედურა მილანის მალპენსას აეროპორტში. აღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენიმე მგზავრმა რეგისტრაციისგავლა დადგენილ ვადაში ვერ მოახერხა და ვერ მოხვდა ავიახომალდის ბორტზე. Wizz Air ყველა მგზავრს თხოვს, გამგზავრების აეროპორტში გამოცხადდეს მინიმუმ 2 საათით ადრე, ჩასხდომის გასასვლელთან კი მინიმუმ 40 წუთით ადრე. ავიაკომპანიამ სულ ახლახანს დაამკვიდრა ბარგის გადატანის ახალი, გამჭვირვალე და სამართლიანიპოლიტიკა, რომელიც მომხმარებლებს ბარგის ვარიაციების უპრეცედენტოდ მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ამასთან, ყველა მგზავრს Wizz Air-ის ნებისმიერ რეისზე საშუალება აქვს, ავიახომალდის ბორტზე აიტანოს ერთიუფასო ხელბარგი", - წერია კომპანიის განცხადებაში. 

 

ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics