14:05 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-12 20:07:25, 1713 ნახვა

საზოგადოება
ვაშაძის პოლიტტექნოლიგი: არსებობს შანსი, რომ დეკემბერში ვითარება რადიკალურად შეიცვალოს და რევოლუცია მოხდეს

"ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის პოლიტტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი საქართველოში ახალი რევოლუციის შესაძლებლობაზე საუბრობს, - შკლიაროვის მიერ დაწერილ სტატიას "ეხო მოსკვი" ავრცელებს. 

როგორც შკლაროვი აცხადებს, არჩევნების პირველი ტურის შედეგები ქვეყანაში დიდ მოულოდნელობად იქცა. კერძოდ, პოლიტექნოლიგის შეფასებით, მმართველმა გუნდმა და მისმა ლიდერმა "მილიარდერების, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და შედეგების ფალსიფიკაციის მიუხედავად, პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატის დასმა ვერ შეძლო".

მისივე თქმით, ოპოზიციამ დაამტკიცე, რომ შეუძლია გაერთიანება, მიუხედავად იმისა, რომ მათი შეხედულებები ხშირ შემთხვევაში ერთმანეთისგან განსხვავდება. შკლიაროვი წერს, რომ "6-წლიანი სტაგნაციის შემდეგ ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ დემოკრატიული ღირებულებებით სურს ცხოვრება".

"ამ შედეგმა აჩვენა, რომ მოსახლეობის აზროვნებაში სერიოზული გარდატეხა მოხდა. ამ არჩევნებმა დაგვანახა, რომ საქართველომ განვითარების მიმართულებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, ისეთივე როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს. ოპოზიციამ აჩვენა, რომ შეუძლია გაერთიანდეს, წავიდეს კომპრომისზე და წარადგინოს ერთობლივი კანდიდატი, ამ შემთხვევაში გრიგოლ ვაშაძე. ისეთმა პარტიებმა დაუჭირეს მხარი კანდიდატს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ერთმანეთის პოზიციას არ იზიარებენ. ეს საგრძნობბლად ზრდის ვაშაძის გამარჯვების შანსს. მოსახლეობამ აჩვენა, რომ მათ სურთ ახალი სახეები, მათ სურთ კოლაცია პარლამენტში. საზოგადოებას ძალაუფლების უზურპაცია მობეზრდა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, არსებობს დიდი შანსი იმისა, რომ საქართველოში, სიტუა დეკემბრის თვეში რადიკალურად შეიძვლება. მოხდეს არა მორიგი „ვარდების რევოლუცია“ და ხელისუფლების ცვლა, არამედ მშვიდობიანი, ნამდვილი, დემოკრატიული ცვლილებების „რევოლუცია,“ რევოლუცია, სადაც არც დაბალ და არც მაღალ ფენებში აღარ შეუძლიათ და აღარც სურთ ძველებურად ცხოვრება, რევოლუცია, რომელშიც არ იქნება წაგებული. საქართველო გახდება ახალი ტიპისა და ახალი თაობის, უფრო ძლიერი, დემოკრატიული „სახელმწიფო-სტარტაპი.“ თანამედროვე მსოფლიოში ეს ერთადერთი გზაა მოქალაქეების განვითარებისა და ცხოვრების გასაუმჯობესებლად", - წერს შკლიაროვი თავის სტატიაში. 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics