14:06 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-12 18:49:04, 1360 ნახვა

საზოგადოება
„რუსული დეზინფორმაცია და ე.წ. სიკვდილის ლაბორატორია საქართველოში“ - BBC-მ ლუგარზე სიუჟეტი მოამზადა

"რუსული დეზინფორმაცია და ე.წ. სიკვდილის ლაბორატორია საქართველოში"  - ამ სათაურით BBC-მ თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიაზე ვრცელი სიუჟეტი მოამზადა და რუსულ პროპაგანდაზე გამოძიება ჩაატარა. 

ხსენებული გამოძიების ჩასატარებლად BBC-ს ჟურნალისტი სტივ როზენბერგი თბილისში ჩამოვიდა. მან ლუგარის ლაბორატორია პირადად დაათვალიერა და აგრეთვე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორ ამირან გაყრელიძეს გაესაუბრა. 

ჟურნალისტმა ის საბუთებიც შეისწავლა, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის მტკიცებით, საქართველოს მოქალაქეებზე ცდების ჩატარებას ადასტურებს. 

სტივ როზენბერგი საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდსაც გაესაუბრა. როგორც ინტერვიუში რუდმა აღნიშნა, ეს რუსეთის მიერ წარმოებული დეზინფორმაციაა, რადგან "მსგავსი ინფორმაციით, მათ სურთ საკუთარი ცუდი საქციელის გადაფარვა".

"რუსეთის მხრიდან გაჟღერებული ბრალდები სრული აბსურდი და დეზინფორმაციაა. მსგავსი გაცხადებებით, რომლებიც ლუგარის ლაბორატორიას ეხება, ისინი ცდილობენ მსოფლიო საზოგადოებას ყურადღები გადაატანინონ, საკუთარი ცუდი საქციელებიდან", - განაცხადა რუდმა BBC-სთან ინტერვიუში. 

ამასთან, ავტორი ამბობს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც შენობის მეორე სართული ამერიკელებს ჰქონოდათ დაკავებული, სიცრუეა. მან თავად დაათვალიერა ის ნაწილიც, რომელზეც რუსეთი დეზინფორმაციას ავრცელებდა. 

გარდა ამისა, ჟურნალისტმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვაც ჩაწერა, რომელმაც აღნიშნა, რომ ლუგარის რაბორატორიაში ჩასვლის მიზეზს ვერ ხედავს და განმარტა, რომ იქ ინსპექცია უნდა ჩატარდეს. 

სიუჟეტში თავად იგორ გიორგაძის ინტერვიუც არის. უშიშროების ყოფილი მინისტრის თქმით, ის ამ საბუთების გასაჯაროებით კითხვებზე პასუხებს ელოდება. 

"არანაირი სურვილი არ მაქვს რამე ვამტკიცო. არც არაფერი მითქვამს. დასკვნები იმ ადამიანებმა გამოიტანეს ვინც ჩემს ინფორმაციას ანალიზი გაუკეთა", - განაცხადა გიორგაძემ

სიუჟეტის ბოლოს, ჟურნალისტი ამბობს, რომ მსგავსი დეზინფორმაციების მიზანია მხოლოდ მისი გავრცელებაა, თუმცა არავინ აკეთებს აქცენტს მტკიცებულებებზე. მისივე თქმით, ასე იქმნება პარალელური სამყარო. 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics