|
2018-11-12 19:06:21, 1060 ნახვა
საზოგადოება
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაციები გამოსცა
უწყებათაშორისმა კომისიამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის 9 ნოემბრის სხდომაზე რეკომენდაციები გამოსცა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია, აკისრია რა პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარებას, მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმად თვლის 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის, 2016 წლის საპარლამენტო და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში მის მიერ გამოცემულ რეკომენდაციებს, და რეკომენდაციებით მიმართავს: 1. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასულ ორივე საპრეზიდენტო კანდიდატს და მათი პარტიის/მხარდამჭერი პარტიის წევრებს: მხედველობაში მიიღონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მიერ 2018 წლის 5 ოქტომბერსა და 2 ნოემბერს გამოცემული რეკომენდაციები და გასცენ მკაფიო მითითება, რომ მათმა აქტივისტებმა თავი შეიკავონ კონკურენტი პოლიტიკური პარტიის თუ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი კანდიდატების წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრებისაგან კონტრაგიტაციის, შეფასებების გაკეთების თუ სიტყვით გამოსვლის მიზნით, მათ შორის, წარმოდგენილ კანდიდატებთან მიმართებით გამოხატული სიძულვილის ენის გამოყენებისა და სიტყვიერი შეურაცხყოფისგან, რათა გამოირიცხოს პოლიტიკურ ნიადაგზე, თუნდაც, სიტყვიერი დაპირისპირება, და კანდიდატებმა შეფერხების გარეშე შეძლონ ამომრჩეველთან კონტაქტი. მოუწოდონ საკუთარ აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ვერბალური ან/და ფიზიკური აგრესიისგან, ზეწოლისგან, ისევე, როგორც ნებისმიერი არაეთიკური ქმედებისგან, რათა არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანია და კენჭისყრის დღე წარიმართოს მშვიდ, თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში. 2. საქართველოში მოქმედ ტელერადიომაუწყებლებს და საარჩევნო პროცესში ჩართულ საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს: 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღეს იხელმძღვანელონ „საქართველოს საარჩევნო კოდექსით" დადგენილი ნორმებით, რომელთა თანახმადაც, კენჭისყრის დღეს (00:00 საათიდან 24 საათამდე) აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში. ზემოხსენებული ნორმის დარღვევის შემთხვევაში, საარჩევნო პროცესში ჩართულმა საერთაშორისო და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოავლინონ ამგვარი ფაქტები და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება, რათა თავიდან იქნეს აცილებული პირველი ტურის კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული მსგავსი შემთხვევები. 3. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს, სამართალდამცავ უწყებებს: 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მაქსიმალურად დემოკრატიულ გარემოში ჩატარების მიზნით კომისია მოუწოდებს ყველა საჯარო უწყებასა და საჯარო მოსამსახურეს, დაიცვან სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის ყველაზე მაღალი სტანდარტები, მათ შორის, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, რათა თანაბარი პრინციპით იყოს დაცული არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა/მხარდამჭერთა უფლებები, არამედ სხვა პირთა უფლებებიც, რომლებიც შეიძლება არ მიეკუთვნებოდნენ ოპოზიციურ ძალას.
(NS)
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)