2018-11-12 17:45:47, 1190 ნახვა
საზოგადოება
ჩხაკაურა-ბახმაროსა და ბჟუჟჰესი-გომისმთას მონაკვეთბზე მოძრაობა აიკრძალა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (პერიოდული თოვა და ყინული) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ33-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმარო) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ასევე, რთული მეტეოროლოგიური პირობების (პერიოდული თოვა და ყინული) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ14-კმ32 მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
აღნიშნული გზების დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ავტორი: ,