|
2018-11-12 16:25:14, 987 ნახვა
საზოგადოება
ისნის რაიონში, ლეხ კაჩინსკის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ისნის რაიონში, ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე იმყოფებოდა, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა. კაჩინსკის ქუჩის კაპიტალური შეკეთება თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა. „კაჩინსკის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა, სადაც ძალიან მძიმე მდგომარეობა არსებობდა. მთელი რიგი პრობლემების გამო, ცენტრალური გზა ჩავარდნილი იყო. პროექტის განხორციელების შედეგად, ყველაფერი ფუნდამენტურად მოწესრიგდა. კერძოდ, რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყლისა და სანიაღვრე სისტემას, შეიცვალა გარე განათების ბოძებიც. ასევე, ელექტროსადენები, მიწის ქვეშ განთავსდა. დარჩენილია საგზაო მონიშვნების დახაზვა, რომელიც გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, შესრულდება. აეროპორტიდან ქალაქში შემოსასვლელი გზა, დღეს სრულად არის რეაბილიტირებული, ისევე, როგორც ევროპულ ქალაქებშია“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია მიწისქვეშა კომუნიკაციებს, წყალარინების ქსელსა და სანიაღვრე სისტემას ჩაუტარდა. პირველ ეტაპზე, შესაბამისი სამუშაოები კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აწარმოა. ასევე, მთლიანად შეიცვალა გარე განათების სისტემა, განახლდა ასფალტის საფარი, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი. პროექტის განხორციელებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 733 000 ლარი დაიხარჯა. ლეხ კაჩინსკის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანია „დინ გრუპმა“ შეასრულა. კაჩინსკის ქუჩაზე კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი იმყოფებოდა.
(NS)
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)