13:11 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-12 10:41:24, 915 ნახვა

საზოგადოება
ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის წევრად ქართველი კანდიდატი აირჩიეს

ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის წევრად ქართველი კანდიდატი ია დადუნაშვილი აირჩიეს. 

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ეს „GRETA"-ში საქართველოს კანდიდატის არჩევის პირველი შემთხვევაა. ქართველი კანდიდატის გარდა, ექსპერტთა ჯგუფში, რომელიც მონიტორინგს უწევს სახელმწიფოთა მიერ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციის" მოთხოვნათა შესრულებას, იტალიელი, ფრანგი, ავსტრიელი, ბულგარელი, მოლდოველი და ირლანდიელი ექსპერტები მოხვდნენ.

ექსპერტთა ჯგუფის წევრად საქართველოს კანდიდატის არჩევა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს წარმატების კიდევ ერთი აღიარებაა ევროპის საბჭოს მხრიდან. „GRETA"-ს 2016 წლის ანგარიშში ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მაღალი შეფასება მისცა ადამიანით ვაჭრობის მიმართულებით პოლიტიკის დახვეწას საქართველოში; „მონობის გლობალური ინდექსის" 2018 წლის ანგარიშის მიხედვით კი, ტრეფიკინგის წინააღმდეგ გატარებული ეფექტიანი ღონისძიებების შედეგად საქართველო 167 ქვეყანას შორის − მე-15, რეგიონში კი პირველ ადგილს იკავებს.

„GRETA"-ს ახალი წევრები 4 წლის ვადით ევროპის საბჭოს მხარეთა კომიტეტმა შეარჩია. 7 ვაკანტურ ადგილზე 16 ქვეყნიდან 24 კანდიდატურა იყო წარდგენილი  ავსტრიიდან, აზერბაიჯანიდან, ბულგარეთიდან, კვიპროსიდან, დანიიდან, ესტონეთიდან,  ფინეთიდან, საფრანგეთიდან, საბერძნეთიდან, უნგრეთიდან, ირლანდიიდან,  იტალიიდან, მოლდოვადან, ჰოლანდიიდან და ესპანეთიდან.

კომიტეტმა მიიჩნია, რომ კანდიდატი საქართველოდან გამოირჩევა მაღალი მორალური თვისებებით, ცნობილია თავისი კომპეტენტურობით ადამიანის უფლებების დაცვის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების, ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით და აქვს  პროფესიული გამოცდილება „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციით" გათვალისწინებულ სფეროში.

საქართველოს წარმატებას ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის გარდა, არაერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის ანგარიში ადასტურებს:

Ø  2018 წლის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის, რომელიც ევროკავშირისა და დასავლურ სახელმწიფოებთან ერთად პირველ კალათაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს და მთავრობა სისტემატურად ახორციელებს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს;

Ø  ამავე ანგარიშში საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიუსაფარი ბავშვების პრობლემის აღმოფხვრის მიმართულებით საუკეთესო მაგალითად დასახელდა;

Ø  ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის ეროვნულ რეფერალურ მექანიზმს წარმატებულ მოდელად აფასებს ეუთო-ს დემოკრატიულ დაწესებულებათა და ადამიანის უფლებათა ოფისი. ქართული მექანიზმი ეუთო-ს სახელმძღვანელო დოკუმენტშიც მოხვდა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics