2018-11-11 18:39:22, 1410 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - პატრიარქის ინიციატივა საინტერესოა
პატრიარქის ინიციატივა საინტერესოა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა,
"მოვისმინე ჩვენი უწმინდესის განცხადება. ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავს უწმინდესის სიტყვები. საკმაოდ საინტერესო ინიციატივაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საინტერესო პროექტი განხორციელდეს ქალაქისა და თბილისელებისთვის ამ მიმართულებით", - განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.
მეტეხის ხიდთან სანაპირო მთლად მორწყული იყო მოწამეების სისხლით და იქ უნდა იყოს ხეივანი ან მოწამეების სახელზე აშენებული ტაძარი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
ავტორი: ,