13:10 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-10 21:40:41, 1471 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი: საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება, გაშალოს კარავი

რუსთაველის გამზირზე, სადაც შვილმოკლული მამების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მივიდა. 

როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ნებისმიერი მცდელობა, მოქალაქეებს ჩამოართვან კარვები, არის კანონდარღვევა.

„საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება, გაშალოს კარავი იქ, პროტესტის ნიშნად, სადაც ის ჩათვლის საჭიროდ, თუ ის არ არღვევს კანონით დადგენილ ფარგლებს. ამ შემთხვევაში, პარლამენტის წინ კარვების გაშლა, როდესაც ის არ უშლის ხელს ტრანსპორტის გადაადგილებას და ხელოვნურ დაბრკოლებებს არ ქმნის ან რომელიმე უწყების ფუნქციონირებას არ უშლის ხელს, არის სრულიად გამართლებული,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. 

ომბუდსმენის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აქციის მონაწილეებს კარვების გაშლის უფლება შეეზღუდათ .

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics