2018-11-10 20:42:05, 1130 ნახვა
საზოგადოება
NGO-ებმა პარლამენტთან კარვები გაშალეს და ტერიტორიაზე მთელი ღამით დარჩენას გეგმავენ [LIVE]
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა 8 კარვის გაშლა შეძლეს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნული ფორმით ისინი შვილმოკლულ მამებს სოლიდარობას უცხადებენ. მათივე თქმით, ისინი რუსთაველის გამზირზე მთელი ღამით დარჩენას აპირებენ.
როგორც კონსტიტუციონალისტმა გიორგი მშვენიერაძემ აღნიშნა, კარვის გაშლის უფლება ყველა მოქალაქეს კონსტიტუციით მინიჭებული უფლების საფუძველზე აქვს.
მანამდე კარვების გაშლას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, რის შედეგადაც ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა.
ავტორი: ,