13:09 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-09 21:23:22, 1098 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშების გახსნას დაესწრო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშების გახსნის ღონისძიებას დაესწრო, რომელიც თბილისში, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით იმართება.

აღნიშნული გათამაშება საქართველოს პარასპორტის ისტორიაში უმაღლესი რანგის შეჯიბრია და ტოკიოს 2020 წლის პარალიმპიური თამაშებისთვის პირველ სარეიტინგო ტურნირს წარმოადგენს.

კახა კალაძემ გათამაშების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და წარმატებული ასპარეზობა უსურვა.

„პარასპორტი პირადად ჩემთვის ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი შესაძლებლობები. ჩვენ ყველას  განსხვავებული უნარები გვაქვს. წარმატება იმით იზომება, რამდენად სრულყოფილად იყენებს ადამიანი საკუთარ შესაძლებლობებს და არა იმით, თუ რა პოტენციალი გააჩნია მას. საბედნიეროდ, ძალიან ბევრი წარმატებული პარასპორტსმენი გვყავს, რომლებიც წლებია, სხვადასხვა სახეობაში ასპარეზობენ. სახელმწიფოს მხრიდან პარასპორტის განვითარებაზე ზრუნვისა და ხელშეწყობის ერთ-ერთი მაგალითი თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრია, რომელიც თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, 2013 წლიდან ამოქმედდა. ეს არის სრულად ადაპტირებული პარასპორტული არენა არამარტო საქართველოში, არამედ მთელ ამიერკავკასიაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პარასპორტის განვითარებას თბილისის მერია ყოველთვის შეუწყობს ხელს და მომავალში, ამ მიმართულებით, მნიშვნელოვან პროექტებსაც განახორციელებს.  

„ჩვენი მიზანია, პარასპორტი და პარაოლიმპიური მოძრაობა საქართველოში კიდევ უფრო განვითარდეს და პარასპორტსმენების მონაწილებით, მრავალი წარმატების მოწმენი გავხდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები იყვნენ რეალიზებული და საკუთარი სათქმელი, ღირებულებები, იდეები თავიანთი საქმიანობით ფართო საზოგადოებამდე მიიტანონ, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. პირადად მე, როგორც დედაქალაქის მერი, როგორც ყოფილი სპორტსმენი, მზად ვარ, პარასპორტსმენებს და ზოგადად, განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს, ყოველთვის გვერდით დავუდგე. ჩვენი ეს პრიორიტეტი მალე დედაქალაქსაც დაეტყობა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ტურნირის გახსნის ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, ოლიმპიური კომიტეტის, სპორტული ფედერაციების, ბიზნესსექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტურნირზე პარაფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონი ირმა ხეცურიანი იასპარეზებს. მსოფლიო თასის გათამაშება 11 ნოემბერს, პარასპორტსმენების დაჯილდოებით დასრულდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics