|
2018-11-09 20:03:32, 1004 ნახვა
საზოგადოება
ბახტაძე - პარაოლიმპიური მოძრაობა საქართველოში სულ უფრო ვითარდება, გვყავს ჩემპიონებიც, რომლებითაც განსაკუთრებით ვამაყობთ
პარაოლიმპიური მოძრაობა საქართველოში სულ უფრო ვითარდება; დღეისთვის პარასპორტის 15 სახეობა არსებობს, ხოლო მზადებას გადის 300-მდე პარაოლიმპიელი; გვყავს ჩემპიონებიც, რომლებითაც განსაკუთრებით ვამაყობთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში მსოფლიო თასის ტურნირის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ძიუდოისტ ზვიად გოგოჭურისა და მოფარიკავე ირმა ხეცურიანის წარმატებებზე ისაუბრა, რითაც ყველა ქართველი ამაყობს და აღნიშნა, რომ ისინი, ისევე, როგორც სხვა წარმატებული სპორტსმენები, ჩვენი სამშობლოს ნამდვილი გმირები არიან. მამუკა ბახტაძის შეფასებით, მისასალმებელია, რომ პარაოლიმპიური მოძრაობა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სულ უფრო ვითარდება და პარასპორტით დაკავებულ პირთა რაოდენობა იზრდება. „ჩვენი მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულების მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ, ასეთი პრესტიჟული ტურნირის საქართველოში ჩატარება ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ შედეგები, რომელიც საქართველოს ამ მიმართულებით აქვს, იმანაც განაპირობა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ 2012 წლიდან პარაოლიმპიური მოძრაობის მხარდაჭერა პრიორიტეტად გამოაცხადა. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ეტაპობრივად ვზრდიდით დაფინანსებას და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ. ამ წლების განმავლობაში თბილისში აშენდა და კეთილმოეწყო სპორტული კომპლექსი, რომელიც სრულიად ადაპტირებული და მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს. ცენტრი აღჭურვილია შესაბამისი ტრენაჟორებით, აუზით, საწვრთნელი და სავარჯიშო დარბაზებით. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ ასეთი ცენტრი მთელი რეგიონის მასშტაბით უპრეცედენტოა და თბილისში მდებარეობს. თუმცა ეს საკმარისი არ არის და სხვა მსხვილ ქალაქებშიც აუცილებლად განვავითარებთ ანალოგიურ სპორტულ ინფრასტრუქტურას ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრმა ყველა სპორტსმენს მიულოცა ამ პრესტიჟულ ტურნირში მონაწილეობა და წარმატებები უსურვა. ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში მსოფლიო თასის ტურნირს საქართველო 8-11 ნოემბერს მასპინძლობს. შეჯიბრებაში 40-ზე მეტი ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. მსოფლიო თასის გათამაშებაზე დასასწრებად თბილისში იმყოფება საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ენდრიუ პარსონსი.
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)