12:01 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-09 18:27:45, 1087 ნახვა

საზოგადოება
ქსელზე მიერთების ვადის დარღვევის გამო, „თელასს“ აბონენტისთვის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა

ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ვადის დარღვევის გამო სს „თელასს“ აბონენტისთვის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს:

„სემეკ-მა საჯარო სხდომაზე განიხილა შპს ,,გრანდვან ქონსთრაქშენსა“ და სს „თელასს“ შორის არსებული დავა გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების თაობაზე. შპს ,,გრანდვან ქონსთრაქშენმა“ 2018 წლის 27 მარტს მიმართა სს „თელასს“ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების შესახებ განაცხადით და სრულად გადაიხადა მიერთების საფასური. კომპანიამ მიიღო განაცხადი და იკისრა მასში მოცემული მოთხოვნების შესრულების ვალდებულება. თუმცა, სს „თელასის“ მიერ ორჯერ დაფიქსირდა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა.

იქიდან გამომდინარე, რომ სს „თელასის“ მიერ ორჯერ დაირღვა მიერთების ვადა, სემეკის გადაწყვეტილებით, მიერთების საფასური განულდა და სს „თელასს“ დაევალა , შპს „გრანდვან ქონსთრაქშენს“ უკან დაუბრუნოს მიერთების საფასურის ნახევარი - 6000 ლარი, ხოლო მეორე ნახევარი (6000 ლარი) გადაუხადოს კომპენსაციის სახით და განათავსოს მის სააბონენტო ბარათზე, შემდგომი ანგარიშსწორებისთვის.

ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სტანდარტები განსაზღვრულია სემეკის მიერ დადგენილი „მომსახურების კომერციული ხარისხის წესებით“. სტანდარტების შესრულება გამანაწილებელი კომპანიისათვის სავალდებულოა“, - ნათქვამია სემეკ-ის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics