12:01 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-09 16:13:33, 1116 ნახვა

საზოგადოება
გერმანელმა და ქართველმა ექსპერტებმა ტყიბულის შახტში არსებული ვითარების შესწავლა დაიწყეს

გერმანული კომპანიის „DMT ჯგუფის“ ექსპერტებმა ტყიბულის შახტში არსებული ვითარების შესწავლა დაიწყეს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია სამმხრივი კომისიის მიერ იქნა შერჩეული - მას მუშაობის 140 წლიანი გამოცდილება აქვს და მსოფლიოს მასშტაბით მოქმედი ორგანიზაციის TUV NORD-ის წევრია.

პროცესს კოორდინაციას უწევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი.

ტყიბულში სამი გერმანელი ექსპერტი მუშაობს, ისინი უშუალოდ ჩავლენ შახტში, ასევე, ადგილზე გაეცნობიან სათანადო დოკუმენტაციას, რომელიც შესასწავლად გერმანიაში წაიღებენ. ექსპერტთა მიერ საბოლოო დასკვნის მისაღებად 5 კვირაა განსაზღვრული, ამ პერიოდის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება შუალედური ანგარიშებიც.

პროცესის მიზანია, შესწავლილ იქნას შახტის შემდგომი ფუნქციონირების გაგრძელების შესაძლებლობა, რომელიც დაეფუძნება შახტის ტექნიკურ მდგომარეობას და ადამიანთა შრომის პირობების უსაფრთხოებას. გარდა ამისა, გერმანულმა კომპანიამ უნდა გასცეს რეკომენდაციები შახტის ფუნქციონირების გაუმჯობესების კუთხით, რომელიც უკავშირდება თანამედროვე მოწყობილობა-დანადგარებისა და საბადოს დამუშავებისას ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას, ასევე სამუშაო პროცესის სწორად ორგანიზებას და მენეჯმენტის განხორციელებას.

გერმანული კომპანიის ხელშეწყობის მიზნით და მათ მიერ წარმოდგენილი დასკვნის ანალიზისა და შეფასებისთვის, ამ პროცესში ჩართულნი არიან დარგის ქართველი დამოუკიდებელი ექსპერტები, ასევე, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ სამთო ინსტიტუტიდან და ილიას უნივერსიტეტიდან მოწვეული ექსპერტები.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics