|
2018-11-09 12:52:17, 1041 ნახვა
საზოგადოება
სამეცნიერო-კვლევით ცენტრში სურსათის უვნებლობის რისკის შეფასების საკითხები ევროპელ მეცნიერებთან ერთად განიხილეს
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოს (EFSA) ორგანიზებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB) ფინანსური მხარდაჭერით, საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა „სურსათის უვნებლობის რისკის შეფასება“ გაიმართა. შეხვედრა რისკის შეფასებისა და რისკის მართვის სპეციალისტებისთვის იყო განკუთვნილი და რისკის ანალიზის ევროპული მიდგომებისა და საბაზისო მეთოდოლოგიების გაცნობას გულისხმობდა. შეხვედრაზე მოხსენებები EFSA-ს მიერ მოწვეულმა ევროპელმა მეცნიერებმა წარმოადგინეს. „საქართველოში წარმოებული პროდუქცია უსაფრთხოა, ევროპის ბაზარზე მის გასატანად საჭიროა მხოლოდ პროდუქციის ცნობადობის გაზრდა. სამუშაო შეხვედრის მიზანი ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება და ახალი გამოწვევების ერთად გამკლავებაა.მომხმარებელი თქვენთან დაცულია, მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის უწყვეტი პროცესი. ევროპაშიც ვაწყდებითსხვადასხვა სახის რისკებს და ვცდილობთ, მომხმარებელი დავიცვათ და თავიდან ავიცილოთ საფრთხეები, რომელიც მუდმივად არსებობს“, - განაცხადა ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოს (EFSA) კოოპერირების ოფიცერმა, სტილიანოს კოულოურისმა. 3 დღიან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა EFSA-ს როლზე ევროკავშირის რისკის შეფასებაში, რისკის შემფასებლებსა და რისკის მმართველებს შორის ფუნქციების გადანაწილებაზე, დამოუკიდებელი ექსპერტების როლზე, მეთოდოლოგიასა და ახალ მიდგომებზე, სურსათში საფრთხეების გამოვლენასა და მათზე მონაცემთა შეგროვებაზე. „მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარებამ მიაღწია იმ დონეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რისკების შეფასებაზე, რომელიც თავის თავში მოიცავს მეცნიერულ ანალიზს და კვლევას, რომლის საფუძველზეც დგინდება ქვეყანაში მოხმარებული სხვადასხვა სასურსათო პროდუქციის ხარისხი. ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს, სრულდება. ხელისუფლება მზად არის მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რომელიც მინიმუმამდე შეამცირებს ქვეყანაში დაავადებებისგავრცელების რისკებს“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.
(NS)
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)