12:02 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-09 12:34:28, 1252 ნახვა

საზოგადოება
„მერიას ნაძვის-ხის დადგმაში თურმე ხელს ვუშლით“ - შვილიმოკლული მამები პარლამენტის ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ და პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემურლან მაჩალიკაშვილის, მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომლებიც პარლამენტის წინ აქციებს მართავენ, დედაქალაქის მერიიდან გამაფრთხილებელი წერილი მიიღეს.

სარალიძის თქმით, წერილში განამრტებულია, რომ საახალწლო სამზადისი იწყება და შვილმოკლულმა მამებმა რუსთაველის გამზირი 7 დეკემბრიდან უნდა გაათავისუფლონ.

შვილმოკლული მამები პროტესტის შეწყვეტას და მერიის მოთხოვნის შესრულებას არ აპირებენ.

„პირველ ნოემბერს მივმართე თბილისის მერიას აქციების, კარვების გაშლისა და მანიფესტაციის გაგარძელებასთან დაკავშირებით. ეს ვადა მოვითხოვეთ 31 დეკემბრის ჩათვლით, რის პასუხადაც მივიღე წერილი მერიიდან, რომ 7 ნოემბრიდან უნდა შევცვალოთ ლოკაციის ადგილი, იქიდან გამომდინარე, რომ აქ აპირებენ ნაძვის ხის აღმართვას, მოგვიწოდეს პირდაპირ რომ დავტოვოთ ეს ტერიტორია. ჩვენ არავის ხელს არ ვუშლით. ჩვენ გვაქვს ჩვენი მშვიდობიანი მოთხოვნა, რომ ჩვენი შვილები მკვლელები პასუხისგებაში უნდა იყოს მიცემული აუცილებლად. ამ წერილით ხელისუფლება გვეუბნება რომ ხელს ვუშლით ვიღაცეებს. ეს თხოვნაა არის თუ რაც არის ვერ გავითვალისწინებთ. ჩვენ აქ ვდგავართ სამართლიანობის აღდგენის მიზნით. ჩემი შვილი მიწაში წევს და პირდაპირ მეუბნება სახელმწიფო და ხელისუფლება რომ არაფერს არ გავაკეთებთ თქვენს დასაკმაყოფილებლად. ეს გამოდის ასე ამ წერილით და არა მარტო, რომ ნაძვის ხე უნდა აღვმართოთ და ჩვენ ხელს ვუშლით. პირდაპირ გვითხრა დღეს ხელისუფლებამ რომ სადაც გინდათ იქ იყავით ჩვენ არანაირი ნაბიჯს არ გადავდგამთ თქვენ მოთხოვნაზე. არ მისცემენ პასუხისგებაში ჩვენი შვილების მკვლელებს და საერთოდ არაფრის გამოძიებას არ აპირებენ ეს წერია პირდაპირ ამ წერილში. ეს არის პირდაპირ კალაძის ხელმოწერით და კალაძის უწყებიდან გამოგზავნილი“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

აღნიშნულ საკითხს პანკისის ხეობაში მოკლული მოზარდის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოეხმაურა:

„ეს იმას ნიშნავს, რომ გვითხრეს, უსასურულოდ თქვენ რომ იდგეთ პარლამენტის წინ, ჩვენს დანაშაულს არ ვაღიარებთ. ეს სიტყვებია დღეს ჩემსა და ზაზას მიმართ გამოგზავნილი. ჩვენ აქ იმისთვის ვდგავართ, რომ დავიცვათ ყველა ის ბავშვი, ვინმაც უნდა იზეიმოს ახალი წელი. ჩვენ, სახელმწიფოსგან განსხვავებით მე და ზაზა ვიცავთ იმ ბავშვებს და მგონი ამაში მთელი საქართველო არის დარწმუნებული“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics