|
2018-11-08 13:59:26, 1251 ნახვა
საზოგადოება
ცესკომ არჩევნების მეორე ტურის გამართვისთვის საჭირო ღონისძიებები და ვადები განსაზღვრა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ცესკოს მიერ განსაზღვრული ღონისძიებებისა და ვადების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლები ხმას აძლევენ 2018 წლის 28 ოქტომბერს არსებული ამომრჩეველთა სიების მიხედვით. „ამომრჩეველთა სიებში ცვლილებები შეიტანება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და სხვა შესაბამისი უწყებების მიერ ცესკოსთვის მოწოდებული საქართველოს მოქალაქეთა იმ მონაცემების შესაბამისად, რომლებსაც მეორე ტურის გამართვის დღისთვის უსრულდებათ 18 წელი; გარდაცვლილ პირთა შესახებ მოწოდებული ინფორმაციის, ასევე იმ პირების მონაცემების საფუძველზე, რომლებიც კონკრეტულ ვადებში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გაივლიან რეგისტრაციას ან შეცვლილი ექნებათ რეგისტრაციის მისამართი. მეორე ტურში ხმას აძლევენ სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლები, რომლებსაც მიმდინარე წლის 11 ნოემბრის ჩათვლით გავლილი ექნებათ რეგისტრაცია საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. აღნიშნული პროცედურის განხორციელება ამომრჩევლებს საკონსულოს ვებ-გვერდის საშუალებითაც შეუძლიათ ელექტრონულად. ინფორმაცია საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ამომრჩევლების შესახებ ცესკოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გადმოეცემა 12 ნოემბერს“, - განაცხადა ანა მიქელაძემ. ცესკოს პრეს-სპიკერის თქმით, არჩევნების მეორე ტურს ჩაატარებენ იგივე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები. შესაძლებელია ცვლილებების განხორციელება კანონმდებლობის მიხედვით. ასევე, უფლებამოსილ პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-4 დღისა დანიშნონ/შეცვალონ ან გამოიწვიონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები. მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების უფლებამოსილების ვადა გაგრძელდება მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადების ამოწურვამდე. რეგისტრაციის ვადა უგრძელდებათ რეგისტრირებულ სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებს. მათ უფლება აქვთ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-5-ე დღისა განახორციელონ ცვლილებები და დაამატონ დამკვირვებლები თუ მედია წარმომადგენლები. „აღნიშნული ნორმები დღეიდან შევიდა ძალაში. მივმართავთ დაინტერესებულ მხარეებს გაითვალისწინონ ცესკოს გადაწყვეტილების შესაბამისად დადგენილი მეორე ტურის გამართვისთვის საჭირო პროცედურები და ვადები“, - აღნიშნა ანა მიქელაძემ.
(NS)
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)