12:02 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-08 10:41:51, 908 ნახვა

საზოგადოება
10 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 23%-ით გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში - 4,354,423 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2017 წელი 3,550,711 მგზავრი) 23% -ით აღემატება.

ოქტომბრის თვეში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ოქტომბერში 335,094 მგზავრს მოემსახურა, რაც 18 % მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წელი 284,329 მგზავრი ). ხოლო 10 თვეში ზრდამ, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21% შეადგინა (2017 წელი 2,724,740 მგზავრი).        

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  მგზავრთნაკადი 2018 წლის ოქტომბერში 78% გაიზარდა და 62,000 მგზავრი შეადგინა (2017 წლის ოქტომბერი 34,874 მგზავრი). რაც შეეხება 10 თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი  512,386 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39% მეტია. (2017 წლის 10 თვე 359,961).

ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის ოქტომბერში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით               41,980 მგზავრმა ისარგებლა. რაც 11% მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წლის ოქტომბერი 37,660 მგზავრი). რაც შეეხება 10 თვის ჯამს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 19 %-ით გაიზარდა და 555,693 მგზავრი შეადგინა. (2017 წელი 466,010 მგზავრი).

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2018 წლის 10 თვეში 7601 მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის 10 თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში ჯამში 362 რეისი შესრულდა.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics