10:49 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-06 15:00:36, 1163 ნახვა

საზოგადოება
ქობულია: საქართველოსთვის სატრანზიტო მარშრუტები საქონლისა და ტვირთებისათვის მომგებიანია

სინგაპურში, ახალი ეკონომიკური ფორუმის გახსნის ცერემონიის ფარგლებში, გიორგი ქობულიამ მონაწილეობა მიიღო ოფიციალურ მიღებაში, რომელიც სახელმწიფო დელეგაციების წარმომადგენლებთან მაიკლ ბლუმბერგმა და ფორუმის დამფუძნებელმა პარტნიორებმა გამართეს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ახალი ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს, სადაც სიტყვით გამოვიდა მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ „სარტყელისა და გზის" პროექტისადმი მიძღვნილ პანელზე.

 გიორგი ქობულიამ ფორუმის მონაწილეებთან დეტალურად ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომლითაც საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ახალი აბრეშუმის გზის პროექტში და  იქცეს რეგიონულ ჰაბად ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ დერეფანში. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, რომლისთვისაც მომგებიანია სატრანზიტო მარშრუტები საქონლისა და ტვირთებისათვის. „ჩვენ, ასევე, ვცდილობთ მაქსიმალურად განვავითაროთ რკინიგზისა და პორტების ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის ფაქტია, რომ ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს უწყობს ქართულ კომპანიებს გავიდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე" - აღნიშნა გიორგი ქობულიამ სიტყვით გამოსვლისას.

 ახალი ეკონომიკური ფორუმი 2018 წელს ამერიკელმა მილიარდელმა მაიკლ ბლუმბერგმა პარტნიორებთან ერთად დაარსა. ფორუმის ინაუგურაცია და პირველი გახსნა მიმდინარე წლის 6 ნოემბერს სინგაპურში შედგა, რომელშიც ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის 400-ზე მეტი ლიდერი მონაწილეობს. ორგანიზატორების განცხადებით, ფორუმი მიზნად ისახავს დღეს მსოფლიოში არსებული ეკონომიკური გამოწვევების განხილვას და მნიშვნელოვანი კონსტრუქციული დიალოგის პლატფორმის შექმნას საერთაშორისო ვაჭრობის, გლობალიზაციისა და ინოვაციების საკითხებზე.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
გარდაბანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
ივანიშვილის წარმომადგენელს სეფაშვილს ჰგონია, რომ სამთავრობო იმედისთვის აკრედიტაციის შეჩერება დემოკრატიის აკრძალვაა
აშშ-მ პოლონეთში 4000-ზე მეტი სამხედროს განთავსება გააუქმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics